სხვა მათხოვარი თუ ანგელოზის გამოწვდილი ხელი?! 2012, 18 დეკემბერი, 19:37 ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება რაღაცას ვჯღაპნი...დღეები მიდიან და რჩება ფურცლები, რომლებზეც რაღაც მომენტებია ჩასახლებული...როცა მოვიწყენ, ვინმე ან რამე მენატრება ყოველთვის ძველ ნივთებში ვიქექები..აუცილებლად ვპოულობ იმას, რაც გამაღიმებს...ზოგჯერ მომაწყენს კიდეც, მაგრამ ვპოუოლობ იმას, რასაც სულ ვეძებ:სიმშვიდეს! მინდა გირჩიოთ:ყოველთვის შეინახეთ ნივთები, ფურცლები, რომლებიც საუკეთესო წლებს მოგაგონებთ...იმ მომენტებს და სურნელსაც კი, რომელიც წარსულში დარჩა... დღეს ჩემს ძველ ჩანაწერებს გადავხედე..ისე მიყვარს წარსული, როგორიც არ უნდა იყოს ის...იქნებ ეს არც არის კარგი, მაგრამ... მოკლედ ასეთი ჩანაწერი ვიპოვე: 2006წ.(დეკემბერი) ქაოსია.ყველა სადღაც მიიჩქარის...უნებურად ვათვალიერებ ყველას..ზოგჯერ ამოვიჩემებ ვინმეს...ვინ როგორ გამოიყურება...ნეტავ რას ვეძებ...განწყობა არ მაქვს, არც გეგმა...მივდივარ...სახლში თუ სადმე სხვაგან?-სხვაგან მინდა! გაღიმებულ სახეებში დარდს ვეძებ...რატომ ვეძებ სულ დარდს თვითონაც არ ვიცი...მოდის და ჩემს გონებაში იჭრება.ყველა ამოჩემებულად ათვალიერებს...და მე თავს ზედმეტად ვგრძნობ... მინდა გავქრე...არ მისრულდება.. დაფლეთილი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია ბიჭუნას...პატარაა, მაგრამ უფერული...სევდიანი მზერით, კეთილი თვალებით და გამოწვდილი ხელით:დამეხმარეთ! იცვლება ყველაფერი ჩემში...როცა გამოწვდილ ხელს ვუყურებ, ასე მგონია ანგელოზი მაძლევს შანსს სიკეთე ვაკეთო...ვდარდობ, რომ იმაზე მეტი არ შემიძლია, ვიდრე შემიძლია... გავრიბავ სადმე შორს..ვცდილობ არ ვიფიქრო...მერე კი ვფიქრობ... როგორ დავეხმარო საკუთარ თავს, რომ დავეხმარო სხვას... იქნებ ამ ადამიანებს მართლაც ანგელოზები მიგზავნის მე...თქვენ... მინდა ასე გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი... ვინ? მათხოვარი თუ ანგელოზის გამოწვდილი ხელი?! 82 5-ს მოსწონს
|