x
image
ბუბუ007
ადამიანი–რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში გაიღო ყველაზე გულუხვი შემოწირულობა

ადამიანი–რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში გაიღო ყველაზე გულუხვი შემოწირულობა. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცაimage

ლეგენდად. დღეს ის 82 წლისაა, მაგრამ კვლავაც იმყოფება წარმატების მწვერვალებზე
და რჩება ბიზნესმენთა მრავალი თაობის კუმირად.

ეს გახლავთ ამერიკელი მილიარდერი, ყველა დროის უდიდესი ინვესტორი და ქველმოქმედი უორენ ბაფეტი–2010 წელს მან საქველმოქმედო ფონდებს შესწირა 37 მილიარდი დოლარი. ასევე ცნობილია მისი ანდერძის შინაარსი, რომლის მიხედვით, თავის ოჯახს უტოვებს მხოლოდ მცირე ნაწილს უზარმაზარი ქონებიდან, დანარჩენი კი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას. 2008 წელს ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით ის იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. 2012 წელს კი იმავე „ფორბსის“ მონაცემებით მისი ქონება შეფასდა 44 მილიარდ დოლარად.

მიუხედავად ამისა ის ცხოვრობს საკმაოდ მოკრძალებულად. დადის უბრალო ავტომობილებით, იცვამს სადა კოსტიუმებს, იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში. ერთადერთი მისი სისუსტე ამ მხრივ რეაქტიული თვითმფრინავებია.

მას აქვს საკმაოდ დახვეწილი იუმორის გრძნობა. მისი ფრთიანი გამონათქვამები საქვეყნოდაა გავრცელებული. ერთ–ერთი მათგანი მის ზემოთხსენებულ ჩვევას – სადა ჩაცმულობას უკავშირდება. შეკითხვაზე, თუ რატომ აცვია იაფფასიანი კოსტიუმები, მან უპასუხა:

„სინამდვილეში მე მაცვია ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმელი, უბრალოდ ჩემს ტანზე გამოიყურება ის იაფფასიანად!“

უორენ ბაფეტის რჩევებს, რომლებშიც ის გვიზიარებს საკუთარი წარმატების ფაქტორებს:

1. გაატარეთ თქვენი ცხოვრება მათ შორის, ვისი ცხოვრებითაც და მიღწევებითაც აღფრთოვანებული ხართ ყველაზე მეტად. ყოველ წარმატებულ სტუდენტს ყავს წარმატებული მასწავლებელი, ყოველ დიდ სპორტსმენს ყავს დიდი მწვრთნელი.

2. თუ ის სამუშაო, რომელსაც თქვენ ყოველდღე ასრულებთ, არ განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ უნდა დაიწყოთ ისეთი სამუშაოსა და კარიერის დაწყების გეგმის შედგენა, რომელიც იქნება თქვენი ნამდვილი გატაცება, მაგრამ ამავე დროს დაიმახსოვრეთ, რომ, თუ თქვენს გატაცებას არ აქცევთ თქვენი შემოსავლის წყაროდ, მაშინ ვერასდროს ვერ აღმოაჩენთ თქვენს ჭეშმარიტ პოტენციალს.

3. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში.მე მიმაჩნია, რომ საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადების საუკეთესო საშუალება არის ინვესტირება საკუთარ გონებაში. იკითხეთ წიგნები წარმატებაზე, პიროვნულ ზრდასა და თვითგანვითარებაზე. უსმინეთ შესაბამის აუდიოკურსებს, დაესწარით სემინარებს და ტრენინგებს, რომლებიც აამაღლებენ თქვენი ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების დონეს.

რისი გაკეთებაც არ უნდა გინდოდეთ თქვენს ცხოვრებაში, ის ალბათ უკვე გააკეთა ვინმე სხვამ უფრო ადრე და დატოვა გასაღები. იპოვეთ ეს გასაღები და მიიღეთ შესაბამისი ზომები.

image

0
137
5-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0