x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
რას ნიშნავს ვალდებულება?
მე თითქმის არასდროს ვიწყებ სტატიას პირველ პირში საუბრით, მით უმეტეს არასდროს ვსვამ ხოლმე კითხვის ნიშანს ესეს სათაურის ბოლოს, თუმცა ამ საკითხმა ბოლო დროს იმდენად შემაწუხა, ორივე პრინციპს გადავაბიჯე.

ანგარიშვალდებულება, მოვალეობა, უპირველესი მოვალეობა, მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ, ცოლ-ქმრული მოვალეობა, პოლიტიკური ვალდებულება და ასე შემდეგ, განსაკუთრებით ხშირად გვესმის ყოველდღიურად.
ჩავუღრმავდეთ, რა არის ანგარიშვალდებულება? არსებობს კი ის, როგორც ასეთი? რამდენად ღრმა და გააზრებულია ურთიერთობები, რომელიც ამ გრძნობას ემყარება. აქვთ კი მათ რაიმე ფასეულობა? ან არის რაიმე ამქვეყნად სავალდებულო გარდა იმისა, რასაც კანონი გვავალდებულებს?-არა, არ მინდა ეგზისტენციალური კითხვებით შეგაწყინოთ თავი, უბრალოდ, პატიოსნად არ მესმის, რა არის ვალდებულება. რა მნიშვნელობა აქვს მას, იქ, სადაც სიყვარული აღარ არსებობს. რა ფასი აქვს მას იქ, სადაც პატივისცემაისა და ურთიერთგაგებისგან აღარაფერი რჩება?
ამიტომაც, როგორც არ უნდა, საკვირველი იყოს, მე მესმის და პატივს ვცემ ბალკზაკის გმირს “მამა გორიოდან", კამიუს გმირებს “შავი ჭირიდან" და “ უცხოდან". არ მესმის რა საჭიროა ცრუ მსხვერპლშეწირვა ან ფსევდო- ვალდებულებები, რომლის მიღმაც აღარაფერი იკითხება. რატომ ვერ ვისწავლეთ ადამიანებმა გულწრფელობის ფასი?
1
337
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
337
  
0 1 1