x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
„ალტა“ მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანია „Huawei”-ს ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.

image


კომპიუტერული და გონიერი ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელმა „ალტამ“ დაარსების 15 წლის იუბილეს გლობალურ სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდ „Huawei”-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის დაწყება დაამთხვია და ორივე ღირსშესანიშნავი მოვლენა ახალ პარტნიორთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ოფიციალური მიღებით აღნიშნა. აქვე, „Huawei“-ს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა დუ ლირონგმა და „ალტა“-ს დირექტორმა ირაკლი კაკაბაძემ ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმოდ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, კომპანიის პროდუქცია საცალო ბაზარზე უკვე ოფიციალურად შემოვიდა და ექსკლუზიურად მხოლოდ „ალტას“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს მაღალი ხარისხის „სმარტფონებსა“ და „ტაბლეტებს“ შესთავაზებს.

„Huawei”-მ, რომელიც ლონდონისა და პეკინის ოლიმპიადების მთავარ სპონსორს ფინანსურ მხარდამჭერს წარმოადენდა, საქართველოს საცალო ბაზარზე შემოსვლა სიმბოლური ჟესტით აღნიშნა და 7 ქართველი ოლიმპიელი Huawei U9200 Ascend P1 მობილური ტელეფონებით დააჯილდოვა. მასპინძელ კომპანიებს არც სხვა სტუმრები დაუტოვებია უყურადღებოდ და მათთვის უახლესი მოდელის 3 სმარტფონი ორიგინალური ფორმით „ბედნიერი ნამცხვრების“ საშუალებით გაათამაშა.

imageimageimage


0
96
4-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0