x
image
ალეკსანრდე 13
ამერიკაში დააკავეს სკოლის მოსწავლე,რომელიც ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა.

image ამერიკაში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ ბარტსვილში პოლიციამ დააკავა სკოლის მოსწავლე სემი ჩავესი, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი თანაკლასელების დახვრეტა.

არშემდგარი ტერორისტის ჩანაფიქრით, მას უნდა შეეკრიბა საკლასო ოთახში რაც შეიძლება მეტი მოსწავლე, ჩაეკეტა ისინი და დაეწყო მათი დახვრეტა, ხოლო პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში აემოქმედებინა ასაფეთქებელი მოწყობილობები.ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში მას უნდა დახმარებოდა ორი თანამძრახველი.

ამ დროისათვის დამნაშავე არის დაპატიმრებული.მისი განთავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლომ დააწესა გირაო 1 მილიონი დოლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ამერიკის ქალაქ ნიუტაუნის დაწყებით სკოლაში, 20 წლის ადამ ლანზამ ორი პისტოლეტინად დახვირტა 26 ადამიანი, რომელთაგან 20 იყო 5 დან 10 წლამდე ბავშვი.დანაშაულის ჩადენის შემდეგ ადამმა თავი მოიკლა.

0
52
6-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0