სხვა ამერიკელმა მეცნიერმა დაგვანახა, როგორი იქნება დედამიწა 100 მილიონი წლის შემდეგ. 2012, 16 დეკემბერი, 14:41 ჩრდილოეთ არიზონის შტატის უნივერსიტეტის გეოლოგმა რონ ბლეიკლიმ წარმოადგინა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიცვლიან მდებარეობას კონტინენტები მომდევნო 100 მილიონი წლის განმავლობაში.მეცნიერის განმარტებით, კონტინენტები თავისი არსებობის მანძილზე ხან ეჯახებიან ერთმანეთს და ხან განეშორებიან. ბლეიკი აღნიშნავს, რომ ყველაზე მცირე ცვლილებები ევრაზიის კონტინენტს შეეხება - შეიცვლება კონტინენტის გარშემოწერილობა და გაჩნდება ახალი ზღვები. ის თუ რა ელის დედამიწას მომდევნო 100 მილიონი წლის განმავლობაში, იხილეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში. 316 7-ს მოსწონს
|