x
image
ბესო დანელია
ჯავშნიანი ავტომობილები 2

image
ამ სტატიაშიც ვაგრძელებ დაჯავშნილ ავტომობილებზე საუბარს.
ჯავშნიანი ავტომობილები კატეგორიებად იყოფა: 1-დან 7-მდე და ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, თუ რომელი სახის იარაღიდან გასაროლისაგან იცავს მანქანა მასში მსხდომ მგზვრებს.
დღეს "მერსედესის" ერთ-ერთ ჯავშნიან ქარხნულ მოდელს წარმოგიდგენთ, რომრლიც ქალაქ ზინდელფინგენში იწყობა კონცერნის განყოფილებაში, რომელიც "Mercedes-Benz Guard"-ის სახელითაა ცნობილი და უკვე 75-წლიანი ისტორიაც აქვს.
ჯავშნიანი ქარხნული ავტომობილი - MB S600L W221 Guard(დაცვის ხარისხი B6/B7)image

სპეციალური მოწყობილობები:
-დაჯავშნილი სალონი ხარისხით B6/B7.
-მრაველფენიანი ბალისტიკური მინები, შიდა პოლიკარბონატული საფარით ნამსხვრევებისაგან დასაცავად.
-20 პროცენტით დაბურული ყველა შუშა, საქარეს გარდა.
-დაჯავშნილი სახურავი.image
-დაჯავშნილი კარები და კარების ჩარჩოები.
-დაჯავშნილი ძირი სამი ხელყუმბარის აფეთქებისაგან დასაცავად.
-დაჯავშნილი წინა (ძრავის განყოფილება) და უკანა (საბარგული) ტიხრები.
-დაჯავშნილი საყრდენები.
-საქარე და უკანა მინების ელექტრო გათბობა.image

-ელექტროამწევებით აღჭურვილი მინები წინა და უკანა კარებზე.
-ორხმრივი სალაპარაკო მოწყობილობა Intercom - სალონი/ქუჩა
-მძღოლის კარზე დამონტაჟებული აქტივაციის ღილაკით.
-ხანძრის ჩამქრობი სისტემა თერმო სენსორებით, საბარგულში დამონტაჯებული 2 ცეცხლჩამქრობი, სისტემის აქტივაცია შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ასევე მექანიკურად, მძღოლის მიაერ.image

-დამატებითი აკუმულატორი ძრავას ასამუშავებლად ძირითადის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისათვის.
-ავარიული გდაადგილების სისტემა Michelin PAX, საბურავებში წნევის რეგულირების სპეციალური მოწყობილობით.
-გაძლიერებული პნევმატური დაკიდების სისტემა ამორტიზატორების რეგულირების უსაფეხურო ელექტრონულ სისტემასთან ერთად.
-გაძლიერებული სამუხროჭო სისტემა.
დამატებითი მოწყობილობები:image

-სალონის შიდა ტიხარი მინის ელექრო მართვის(აწევა-ჩაწევა). ტყავითა და ხით მოპირკეთებული სალონი.
-10-12-15- დუიმიანი თხევად კრისტალური მონიტორი.
-მულტიმედიური ცენტრი: წამყვანი მწარმოებლების Hi - Fi / Hi - END კლასის აკუსტიკური და ვიდეოაპარატურა.
-უსადენო ყურსასმენები, ჩამონტაჟებული დამტენი მოწყობილობით.
-უსადენო ტელეეფონი სალონში, საკუთრი სიმ-ბარათით.
-უკანა კარების ფარდები, სალონის ფერის მიხედვით, მექანიკური სამართავი მექანიზმით.image

-მულტიმედიური ცენტრის სათადარიგო კვების წყარო.
-დამატებითი განათება ჭერსა და გვერდებზე.
-კამერა უკან სვლისთვის, გამოსახულების წინა, სტაციონალურ მონიტორზე გამოტანით.


6
555
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
555
  
2013, 24 იანვარი, 23:32
გაიხარე მადლობა!
2013, 24 იანვარი, 23:29
სტატია მაგარია! ავტომობილზე აღარაფერს ვამბობ!
2012, 20 დეკემბერი, 20:56
ფასი არ ვიცი მაგრამ ძალიან ძვირია!
2012, 20 დეკემბერი, 20:35
მაგარი რამე იქნება,რა ღირს?
2012, 20 დეკემბერი, 16:18
მადლობა!
2012, 20 დეკემბერი, 16:16
ძალიან საინტერესო სტატიაა!
0 1 6