პოეზია რაღაც დაიწყო,რაღაც დამთავრდა... 2012, 14 დეკემბერი, 21:13 ახლა დრო გაჩერდა და ამ ერთი წამით მინდა ცხოვრებას საყვედური ვუთხრა: --რატომ მაშინებ?არ გრცხვენია? --რატომ მაშინებ? --რატომ აქრობ იმ ოცნებების გამოსხივებას? --რატომ მაძულებ აწ არ საძულველ ემოციათა იმ ქარიშხალებს?! --რატომ პასუხობ ჩემს მზიან თვალებს შემოდგომის დაღალულ წვიმით?! გაჩერდა წამი და ახლა უკვე ყველაფერს გეტყვი: --არ გრცხვენია, ვარდების სურნელს, რომ ანიავებ? რომ ცოცხალ გრძნობებს მარხავ მიწაში და სულებს მათთა ადამიანთა, ანაგვიანებ?! --ახლა დუმილით გინდა დაიტყვევო სული ობოლი... --წავალ, არ მინდა! შენს დამადლებულ დღეებს დავტოვებ... --გევედრები რო? იქ წავალ, სადაც წმინდა გრძნობებით ავსებენ ადამიანებს... და არა ისე, იმ უთვალავ ტკივილთა მსგავსთა... გაცოცხლდა წამი და ისევ ისე მოვლენების ქროლა აჩქარდა... --რატომ მაშინებ?არ გრცხვენია ტკივილთა მართვა? --გინდა ყოველი მშვენიერი ჩუმად წამართვა? ისევ დუმილი.... ისევ ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ქართა... ის მეუბნება: --რაღაც დაიწყო, --რაღაც დამთავრდა... 13.10.09. 61 3-ს მოსწონს
|