x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
ავადმყოფობა, რომელმაც კირა ნაიტლის მსახიობობა გადააწყვეტინა

image კირა ნაიტლის 6 წლის ასაკში დისლექსიის (კითხვის უუნარობა) დიაგნოზი დაუსვეს. კირას სკოლაში ყოველთვის უჭირდა კითხვა და ამიტომაც ერთ-ერთ ცუდ მოსწავლედ ითვლებოდა. ამ ფაქტით შეწუხებული მშობლები მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ კირას კითხვა შეძლებოდა.

კირა მათ შეპირდა, რომ თუ მისთვის აგენტს დაიქირავებდნენ, რომელიც სამსახიობო კარიერის დაწყებაში დაეხმარებოდა, ის ეცდებოდა, რომ კითხვა ესწავლა. მშობლები ასეც მოიქცნენ და ბევრს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კირას რაიმე ფილმში ან სპეკტაკლში მიეღო მონაწილეობა. საბოლოოდ მან იმდენი მოახერხა, რომ სკოლა წარმატებით დაამთავრა. დღეს კი ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსახიობმა ეს ისტორია იმიტომ მოუყვა ინგლისელ ჟურნალისტებს, რომ ავადმყოფი ან უუნარო ადამიანებისთვის ერთგვარი სტიმული ყოფილიყო.

0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0