საზოგადოება
გიორგი ჭანტურია გადადგა
2012, 14 დეკემბერი, 10:00
გავრცელებული ინფორმაციით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის"
გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა. ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ჭანტურიას მოადგილე გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭანტურია გადადგომის შესახებ
ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.