საზოგადოება გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება 2013, 28 იანვარი, 18:15 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევისა და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა მიიღებს. სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს. 30 4-ს მოსწონს 1-ს არა
|