მაკიაჟი და ვარცხნილობა როდის დგება ვარცხნილობის შეცვლის დრო 2012, 13 დეკემბერი, 16:56 ![]() მაშ ასე შვიდი ნიშანი იმისა, რომ დროა, შეიცვალოთ: 1.თქვენმა ვარცხნილობამ ფორმა და მოცულობა დაკარგა. 2.ყოფილი თანაკლასელები გეუბნებიან, რომ ოდნავაც არ შეცვლილხართ. 3.თქვენს თმას უსიცოცხლო ფერი აქვს. 4.ვარცხნილობის გამო კოპლიმენტებს აღარ გეუბნებიან. 5.ტანსაცმლის ახალი კოლექციები გაინტერესებთ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი ვარცხნილობებია მოდაში. 6.თქვენი ყოველდღიური ვარცხნილობა უკან შეკრული "ცხენის კუდია". 7.ვარცხნილობის მოწესრიგება 20 წუთზე მეტხანს ანდომებთ. ნუ შეიცვლით იმიჯს კრიზისულ მომენტში: თუ ეს-ესეაა, თაყვანისმცემელმა მიგატოვათ, სამსახურიდან დაგითხოვეს ან უბრალოდ, საუკეთესო მეგობარს ეჩხუბეთ. რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა გქონდეთ, მკვეთრი გარეგნული ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ. საქმე ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში, ვარცხნილობის შერჩევისას ჯანსაღ აზრს ემოციები სძლევს, რაც შემდეგ შეიძლება მწარედ ინანოთ. ![]() ![]() ![]() ![]() 537 12-ს მოსწონს
|