სხვა ცნობილი ადამიანების გამონათქვამები 2012, 13 დეკემბერი, 11:53 1.კ.გამსახურდია-ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე. 2.ბერნანდ შოუ-ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე, რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდე. 3.დემოკრიტე-ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ. 4.სტალინი-რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს-ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე. 5.მაო ძედუნი-როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე მაიმუნი ხდება. 6.უინსტონ ჩერჩილი-როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას. 7.რალფ უალდო ემერსონი-ნუ წახვალ იქ სადაც გზა წაგიყვანს წადი იქ სადაც გზა არ არსებობს და დატოვე კვალი. 8.პაოლო კოელიო-როდესაც გვიყვარს ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ, და როდესაც ვცდილობთ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე ვართ, სამყაროც უკეთეობისაკენ იცვლება. 9.კონფუცი-გაცილებით ძნელია დახატო მამალი, ვიდრე ეშმაკი, რადგან მამალი ყველას უნახავს და ეშმაკი – არავის! 10.კონფუცი-როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი მიზნებს, შეცვალე ნაბიჯები! 11.მერლინ მონრო-ყველა კაცი ერთნაირია, და განსხვავებული სახეები იმიტომ აქვთ, რომ ქალებმა განასხვავონ. 12.ჩესტერტონი-სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ, მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა. 13.ჰემინგუეი-კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არ კითხულობს. 14.ფრანკლინი-ის, ვინც უსაფრთხოებისთვის სწირავს თავისუფლებას, არც თავისუფლების ღირსია და არ უსაფრთხოების. 15.შექსპირი- შეარჩიე მეგობრები, რადგან სიბრძნე და სიბრიყვე გადამდები ავადმყოფობასავითაა. 16.რასელი-ცხოვრება – ქალია, სანამ დათმობ, ბევრი უნდა იტანჯო. 17.მუჰამედ ალი-ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი. 18.მუჰამედ ალი-მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო. 19.ჰექტორ ბერლიოზი-დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს. 20.სალვადორ დალი-გიჟს და ჩემს შორის მხოლოდ ერთი სხვაობაა: გიჟს ჰგონია რომ ნორმალურია, მე კიდევ ვიცი რომ არ ვარ. 21.მარკ ტვენი-შევეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ როდესაც მოვკვდებით მესაფლავემაც დაგვიტიროს. 1597 4-ს მოსწონს
|