x
image
დათო1994
ვინ არიან მასონები

imageვინ არიან მასონები? ალბათ ეს კითხვა ბევრ თქვენგანს აწუხებს. მე შევეცდები დაწვრილებით მოგიყვეთ მათ შესახებ.
თავდაპირველად, ამ საიდუმლო სექტის შესახებ, პავლე მოციქულმა გვაუწყა და გვამცნო, რომ ისინი იწოდებოდნენ როგორც "უსჯულოების საიდუმლოდ", რადგან მათი მოქმედება მიმართული იყო რელიგიის წინააღმდეგ.
ისინი შუა საუკუნეებში ცნობილნი იყნენ, როგორც "ტამფლიერები", სანამ "ფილიპე ლამაზმა" არ გაანადგურა. ხოლო XVIII საუკუნიდან, ინგლისში გაცხადდა როგორც ფრანკმასონთა ლოჟა. ფრანკები მათ დაირქვეს იმის გამო, რომ შუა საუკუნეებში ფრანკებს წარმოადგენდა ის კათოლიკე დამპყრობლები, რომლებმაც XIII საუკუნეში დაიპყრეს ბიზანტია, ამით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ისინი ახალი დროის დამპრობლები იყვნენ რომელთა მიზანიც იყო, ხელში ჩაეგდოთ მსოფლიო მმართველობა და პოლიტიკა.
მათი რიტუალები და სიმბოლოები, ებრაული წარმოშობისაა. ფრანგი ისტორიკოსი, ლუი ბლანი, რომელიც მასონი იყო, თავის ნაშრომში "1848 წლის რევოლუციის ისტორია"- გადმოგვცემს მასონების საქმიანობის არსს : "ტახტის თავზე, რომელზეც ლოჟის თავმჯდომარე, ან სკამის ოსტატი (ესეც წოდებაა მასონებში) იჯდა, გამოსახული იყო კაშკაშა დელტა, რომლის შუაგულშიც ებრაულად ეწერა "იაჰოვა"" (იუდეველების ღმერთი, იაღოველების სახელიც იაჰოვას უკავშირდება).

მათი დღევანდელი სახელი "მასონი" ნიშნავს ქვის მთლელს, რატომ ქვის მთლელს? იმიტომ, რომ მათ სწამთ, ადამიანიც ისევე უნდა გამოითალოს იაჰოვას მსახურად, როგორც ქვისგან შეიძლება ნებისმიერი ფორმის გამოთლა.

მასონობა ომს უცხადებს ღმერთს, უარყოფს ქრისტიანულ რელიგიას და ჯვარს, ისინი ქმნიან ახალ რელიგიას - ჰუმანიტარიზმის რელიგიას, მათი განმარტებით ღმერთი არ არსებობს და ყველაფერი ადამიანის შექმნილია. "ჩვენ შევქმენით იდეალი, რომელიც არა ღმერთია, არამედ კაცობრიობა" (დიდი აღმოსავლეთის კონვენტი 1913 წ.).

მასონთა შორის ბევრია ისეთი ვინც, თავს სატანის მიმდევრად მიიჩნევს და მიაჩნია, რომ ლუციფერის შთამომავლები არიან. "ჩვენ მასონები, ლუციფერის მოდგმისანი ვართ" - ამბობს ლოჟა ლესინგის ალტმაისტერი ( ესეც წოდებაა მასონებში).

4
8901
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
8901
  
საიდუმლო ორდენი ''მორიელი'' Facebook!
2015, 11 მაისი, 16:13
ხო ამ კომენტარის გამო დავრეგისტრირდი აქ და რომელმა ხეპრემ დაწერა ეს, წერა კიტხვა იცის ნეტა? რა იაჰოვა რა ტამპლიერები და ტრალივალები. რაც არ იცი არ უნდა წერო იმ ტემაზე რომ სჰენი უმეცრება სხვა უმეცრებმა არ დაიჯერონ.
2013, 14 მაისი, 12:25
ეს მასონები მაგარი ადურდლული თემაა რა, ვერაფერს ნორმალურად ვერ გაუგებ რამდენიც არ უნდა ეჩალიჩო, ამიტომ ტყუილად წერ დაწვრილებით მოგიყვებითო მათ შესახებ. და საერთოდ ვინ არიან და რატომ არიან მასონები არავინ არ იცის მასონების გარდა, მაგრამ კაი ტიპები რომ არ არიან ეგ იასნია
2013, 17 აპრილი, 23:36
ეს არაა მარტო თავისუპალ მასონებზე რატომ არ წერთ ან მათ
იდეებზე და გეგმებზე დამახინჯებული ინფორმაციაა
0 1 4