x
image
სალო123
გიორგი სუხიტაშვილი- ,,იქნებ ჯობია ისევ სხვამ გვმართოს რადგან ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ"

image

გთავაზობთ გიორგი სუხიტაშვილის განცხადებას, რომელიც თავის ფეისბუქის გვერდზე განათავსა: "ძალიან მინდა ჩემს სამშობლოში ჩასაფრებულებისა და რევანშისტების პოზიცია, შეიცვალოს საღი, რაციონალური, ადამიანური და ყველაზე მთავარია წმინდა სახელმწოფოებრივი პოზიციით!!
ერთი მხარე ამბობს:1. "ისინი ყველა დამნაშავეა და ყვალას ციხეში გავუშვებთ" -ყველა დამნაშავე თუა ამას ვერ დავიჯერებ, ყველა ნაძირალა და გარეწარი როა არც ეგ არ მჯერა და განსაკუთრებით იმის არ მჯერა რომ ვინც ეხლა ხელისუფლებაშა ყველას ბრთები ექავება...
2. "ჩვენ ისეთი კარგები ვართ არავის პოლიტიკური ნიშნით არ გავათავისუფლებთ, ყველას საქმეს ინდივიდუალურად შევისწავლით და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ"- ძნელად თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო უწყება სადაც ეს "წმენდა" არ ჩატარდა და ეხლაც მიმდინარეობს, ხმა თუ ამოუღე გამოდის რომ მწარე ნაციონალი ხარ და შენ გადაგიხადეს ან დაგპირდნენ.
3. "ჩვენ შევქმნით ბევრად ლამაზ ნათელ და გამართულ ქვეყანას"-ჯერ-ჯერობით ამ კუთხითაც ვერ დაიკვეხნის ახალი მთავრობა, როგორ შეიძლება ახალწელს ხალხს არ შესთავაზო კულტურული ღონისძიება, (მხოლოდ თბილისს არ ეხება) არ გაუხალისო ეს დღეები, არ შესთვაზო საზეიმო სიტუაცია. ( ეხლა ვიღაცას შეიძლება იმის განცდა აქვს რომ აცადეთ ეხლა მოვიდნენო, მაგრამ მე არ მაინტერესებს ყოველდღე პროკურორებისა და გამომძიებლების ყურება, არ მინდა მთელი ეს პერიოდი ამ განცდით გაგრძელდეს, მინდა ვხედავდე ქვეყნის განვითარების დასაწყისს)
რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია მინდა კულტურის სამინისტრომ ოდესმე ნორმალურ ვითარებაში დაიწყოს მუშაობა რომ ჩვენც შეგვეძლოს მათთან დალაპარაკება და რამის შეთავაზება.
ეხლა ოპოზიციაზეც... ისინიც ყველა კარგია, არავის არაფერი არ ჩაუდენია, ყველაფერი შეთითხნილია, ყველას უგონებენ, აბრალებენ. რა დანაშაული ისინი ეროვნული გმირები არიან, ყველაფერი რიგზე ყოფილა, არავინ არ იბლოკებოდა, ბიზნესი ხელშეუღებელი ყოფილა, არავისთვის არ ჩამოურთმევიათ ქონება, არავინ ტყუილად არ დაუჭერიათ, ვინც ციხეში იჯდა ან საპროცესი შეთანხმებებით გარეთ არიან ყველა დამნაშავეა. ვისაც უშვებენ ყველა პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილებაა და არაფერი კავშირი არა აქ მათ არაპროფესიონალიზმთან.. არც ეს არ მჯერა, სამინისტროებში და ამგვარ სტრუქტურებში ისეთი ხალხი მუშაობდა რომელთა იქ ყოფნაც რბილად რომ ვთქვა პროფესიონალების დაცინვაა და მასხარად აგდება იყო, (ეხლაც იგივე ხდება ისევ ესე ნაცნობებითა და ახლობლებით კომპლექტდება კადრები არაფერი სხვაობა)
დანარჩენს სხვა დროს დავწერ, უბრალოდ ერთი პატარა რეზიუმე მინდა გავაკეთო,
ვიდრე ქვეყანას დაბოღმილი, მთავრობა და ჩასაფრებული (აგრეთვე დაბოღმილი) ოპოზიცია ეყოლება მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება. იქნება ჯობია ისევ სხვამ გვმართოს რადგან ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ყველა ასეთია არავინ არ არის განსხვავებული! ყველამ საკუთრ მეს დაუსვას კითხვები და (მაშინ მაინც ნუ მოიტყუებით გაეცით საკუთარ თავს პასუხი დამიჯერეთ არავინ არ გაიგებს მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ) მიხვდებით რომ ჩვენც ისეთი მესაკუთრეები და ეგოისტები ვართ როგორც სხვები!
ეს ჩემი აზრია და ეცით პატივი თუ არ სცემთ ნუ შეაგინებთ მაინც, თუ შეაგინებთ მე ნუ გამაგონებთ გულში ქენით ეგ ყოველივე დაგიამდებათ.
პატივისცემით გიორგი სუხიტაშილი (სუხიტა) 12.12.2012"

0
171
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:სალო123
სალო123
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0