- N59-ე საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლის, ანდრია ასპანიძის გარდაცვალების ფაქტმა მთელი საქართველო შეაშფოთა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.
- დაიკითხა გარდაცვლილის პედაგოგი. დამატებითი დეტალები საჯარო გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება.
- როგორც გაირკვა, ბავშვი გახანგრძლივებულ ჯგუფში ჩავიდა და მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა სთხოვა, უკან მობრუნებულმა კი უთხრა, რომ საწერი კალმის თავსახური გადაეყლაპა, რის შემდეგაც, როგორც პედაგოგი ყვება ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა. სკოლის ექიმმა სასწრაფოს მოსვლამდე ანდრიას პირველადი დახმარება გაუწია, სასწრაფო დროულად მოვიდა, ბავშვი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, N59-ე საჯარო სკოლას ამაზე პასუხს ნამდვილად მოსთხოვენ.