კინო წითელ ხალიჩაზე ტრუსების გარეშე - ენ ჰეთევეი 2012, 12 დეკემბერი, 23:49 ენ ჟაკლინ ჰეთევეი, ჰოლივუდის მსახიობი, სულ ახლახანს, 12 ნოემბერს ოცდაათი წლის გახდა. პირველ ფილმში 1989 წელს მიიღო მონაწილეობა სულ რაღაც 7 წლისამ. მისი სიმაღლეა 1, 73 მ. ენს დედაც მსახიობი ჰყავდა და ძმებსაც ხშირად იღებდნენ ფილმებში. მართალია მისი ფილმებში გადაღება ხშირად სრულდებოდა მოტეხილობებით და ჭრილობებით, ყველაფერს მაინც გმირულად უმკლავდებოდა. 10დეკემბეს გაიმართა ფილმ "განდევნილები"-ს პრემიერა, სადაც ენი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მანქანიდან გადმოსვლისას ფოტორეპორტიორებმა სურათები გადაუღეს და აღმოჩნდა რომ ის უტრუსებოდ იყო მისული. ენს სახელი დედამ შექსპირის სიყვარულით დაარქვა. იგივე სახელი - ენ ჰეთევეი, ერქვა უილიამ შექსპირის მეუღლეს. უკვე წამოზრდილმა მიიღო მონაწილეობა ფილმში "როგორ გახდე პრინცესა", რომელმაც პირველი აღიარება მოუტანა. ვინ იცის, როგორ ცხადდებოდა ენი სხვა დროს პრემიერებზე, მაგრამ ახლა კი ცხადია, რომ თავი მოეჭრა, თუმცა არ შეიმჩნია და მომღიმარი სახით გაემართა წითელი ხალიჩისაკენ. 445 4-ს მოსწონს
|