x
image
ტორნადო07
2012 წლის 10 აღმოჩენა
2012 წელი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ შესაძლებელია გამოიყოს 10 აღმოჩენა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაშ ასე დავიწყოთ.image


1) გიგანტური ნიანგი, რომელმაც ყველა რეკორდი დაამხო. მისი სიგრძე 6.17 მეტრია. National Geographic-ის ცნობით ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიახლეა.image


2)შაქარი კოსმოსში: ასტრონომებმა გააკეთეს "ტკბილი აღმოჩენა". ჩვენგან 400 სინათლის წლით მოშორებული პლანეტების ირგვლივ კოსმოსში შაქრის მოლეკულები დაცურავს. რაც შესაძლოა ამ პლანეტებზე სიცოცხლის მანიშნებელი იყოს. image


3)მზის სისტემის ახალი პლანეტები: მაისის კვლევების თანახმად მზის სისტემის განაპირა ბნელ რაიონებში არსებობს შეუსწავლელი პლანეტები, რომელთა დანახვა ტელესკოპების საშუალებით თითქმის შეუძლებელია. როდნი გომესმა განაცხადა, რომ ამ პლანეტების არსებობა შესაძლებელია, რადგან ისინი ცვლიან კოიპერის ქამრის ობიექტების ტრაექტორიას. კოიპერის ქამარი ეს ნეპტუნის ორბიტის გარეთ არსებული ყინულოვანი ობიექტების კრებულია.image



4)აღმოჩენილია ღვთის ნაწილაკი-სამყაროს შემაერთებელი ელემენტი.

ივლისში ორმა დამოუკიდებლად მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ 99%-ის ალბათობით აღმოაჩინა ჰიგსის ბოზონი, რომელსაც მაშინვე ღვთის ნაწილაკი უწოდეს. ეს ნაწილაკი საშუალებას გვაძლევს დავასრულოთ სამყაროს ფიზიკური მოდელი და გავიაზროთ თუ რატომ აქვთ ობიექტებს მასა. სწორედ ამ ელემენტის დამსახურებაა, რომ პლანეტები და ჩვენც კი ვარსებობთ.image


5)დაკარგული სამყარო ანტარქტიდაზე: იეტის კრაბი ცხოვრობს ანტარქტიდასთან ახლოს მდებარე წყლებში. მეცნიერების განცხადებით უზარმაზარ სიღრმეზე აქ ჯერ კიდევ შეუსწავლელი მრავალი ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს. ყველა ეს ორგანიზმი მოკლებულია შეფერილობას, რადგან ბინადრობენ 2400 მეტრის სიღრმეზე უკუნ სიბნელეში.image


6)ჰიდრას თანავარსკვლავედში აღმოჩენილია 9 პლანეტიანი ვარსკვლავის სისტემა. ჩვენგან 127 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავთან 9 პლანეტა ტრიალებს. როგორც ცნობილია ჩვენს სისტემაში ოფიციალურად მხოლოდ 8 პლანეტაა.image


7)ცხოველთა ახალი სახეობები სამხრეთ ამერიკაში:

2009-2011 წლებში მექსიკელმა და პერუელმა მეცნიერებმა 8 ახალი ცოხველი აღმოაჩინეს. ის, რომ ეს ცხოველები მეცნიერთათვის აქამდე უცნობი იყო 2012 წელს დამტკიცდა.

image

8)ახალი უფეხო ამფიბიები: ეს არც ჭია და არც გველია. ეს არის სრულიად ახალი სახეობის მიწისმთხრელი ამფიბია. აღმოჩენილია ამ ცხოველის 6 სახეობა. ისინი ინდოეთში ბინადრობენ.image


9)იმის დასტური, რომ მაიას ტომებს სამყაროს დასასრული არ უწინასწარმეტყველებიათ: ბოლო დროს აღმოჩენილ მაიას დიდ ქალაქში მეცნიერებმა იპოვეს განსაკუთრებული ფრესკებით მორთული სახლი. აქ კალენდარი არ სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერს და ის კიდევ 1000 წლით გრძელდება.

image

10)გვატემალას ჯუნგლებში აღმოჩენილია მაიას უცნაური ტაძარი:

1600 წლის წინ ღამის მზის ტაძარი სისხლისფერი იყო და მისი დანახვა მრავალი კილომეტრიდან შეიძლებოდა. ეს ტაძარი 2012 წელს აღმოაჩინეს და მან ბევრი სიახლე გვიამბო მაიას კულტურის შესახებ. image

4
254
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
254
  
2012, 12 დეკემბერი, 23:06
ჰო კაი)))
2012, 12 დეკემბერი, 22:46
აქ რიგითობით არაა დალაგებული აღმოჩენები :)
2012, 12 დეკემბერი, 21:29
მეოთხეს პირველობა დამშვენდებოდა:D
2012, 12 დეკემბერი, 21:27
კარგი სტატიაა
0 1 4