ფეხბურთი უოლკოტისთვის ბრძოლაში მანჩესტერი ლიდერობს 2012, 12 დეკემბერი, 15:38 როგორც ცნობილია, არსენალის ინგლისელმა ვინგერმა თეო უოლკოტმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რამაც სატრანსფერო ჭორების გავრცელებას დაუდო სათავე. ბრიტანული მედია ირწმუნება, რომ უოლკოტის თავის გუნდში ხილვა სურს მანჩესტერ სიტის, ლივერპულს და ჩელსის. ბოლო დღეებში ამ კლუბების რიცხვს მანჩესტერ იუნაიტედი დაემატა. Telegraph.co.uk-ის თუ ვენდობით, უფრო მეტია შანსი 23 წლის ინგლისელი სერ ალექსის გუნდში აღმოჩნდეს. 26 5-ს მოსწონს
|