ქალი და მამაკაცი ყველაზე დაუბანელი კაცი მსოფლიოში 2012, 12 დეკემბერი, 14:13 ინდოელმა Kailash Singh-მა ქორწინების შემდეგ გადაწყვიტა საერთოდ აღარ დაებანა. 1974 წლიდან დღემდე დადის დაუბანელი. ეს იდეა მიაწოდა მღვდელმა, როდესაც კაილაში მივიდა მასთან და სთხოვა დახმარებოდა მას, რადგან ვაჟი არ უჩნდებოდა. მღვდელმა უთხრა, რომ არსებობს ერთი რიტუალი, რომლის თანახმადაც სანამ ვაჟი არ გაჩნდება საერთოდ არ უნდა დაიბანო და არ შეიჭრა თმა. დღემდე ყველაზე ბინძური ადამიანის თმის სიგრძე 1.82 მეტრია. მას ყავს 7 ქალიშვილი, მაგრამ ვაჟი ჯერ კიდევ არ ყავს. დღემდე ის არ ბანაობს და იძახის, რომ დაიბანს ვაჟის დაბადების შემდეგ, მაგრამ ის უკვე 66 წლისაა, ვაჟის გაჩენა უკვე ძაან საეჭვოა ამ ასაკში. ის იძახის, რომ დაიბანს სხვა ცხოვრებაში. 1324 11-ს მოსწონს 1-ს არა
|