ქალი და მამაკაცი 125000 წლის შემდეგ დედამიწაზე კაცები აღარ იარსებებენ 2012, 26 ნოემბერი, 14:02 შოკის მომგვრელმა ამბავმა სამეცნიერო დადასტურება მიიღო - მამაკაცები დედამიწის ზურგიდან გაქრებიან. 125000 წლის შემდეგ დედამიწაზე სრულიად გაქრებიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები. პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ბრაიან საიკსი თვლის, რომ Y- ქრომოსომები თაობიდან თაობამდე ფუჭდება და მალე გაქრებიან სრულიად. ეს ქრომოსომები გადადის მამიდან ვაჟზე და ეს სწორედ ის ქრომოსომებია, რომელიც შვილს აქცევს ვაჟად, ანუ კაცის ქრომოსომებია. სხვა ქრომოსომებისგან განსხვავებით Y- ქრომოსომებს არ შეუძლიათ თავისი თავის აღდგენა და ამიტომ 125000 წლის შემდეგ სრულიად გაქრებიან. "ყოველი ახალი თაობის 1% მამაკაცებისა განიცდის მუტაციას, რაც ამცირებს მის უნარს განაყოფიერებისა 10%-მდე", ამბობს პროფესორი. თუ ეს ასევე გაგრძელდება თაობიდან თაობამდე ადრე თუ გვიან Y- ქრომოსომები აღარ დარჩება. გასათვაისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბუნების დაბინძურება, ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლების ზრდა და ყოველდღიური სტრესის ქვეშ ყოფნა უფრო მეტად აჩქარებს ამ ქრომოსომების გაქრობას. ABC-ის ჟურნალისტებმა დაიანგარიშეს, თუ მამაკაცები გაქრებიან დედამიწის ზურგიდან, პატიმრების რაოდენობა შემცირდება ამერიკის ციხეებში დაახლოებით 97%-ით, სიკვდილიანობა გზებზე შემცირდება 70%-ით, ტერაქტების და ომის ზღვარი კიდე აბსოლიტურ მინიმუმანდე დავა. 283 9-ს მოსწონს
|