x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
ბოშებს ევროპული წარმომავლობა აქვთ
image


მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანთა ეს მომთაბარე ჯგუფი, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა და ხანდახან ზოგიერთ ქვეყანაში გაღიზიანებასაც კი იწვევენ, სინამდვილეში ევროპული წარმოშობისანი არიან.

როგორც გაირკვა ისინი ევროპაში 1500 წლის წინ დასახლდნენ.

ესპანეთის ბიოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ კომასი დაინტერესდა საფუძვლიანად შეესწავლა ბოშათა წარმომავლობა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ბოშებს დაწერილი მატიანე არ აქვთ. პირველი წერილობითი წყარო, რომელიც ბოშებს შეეხება მე-15 საუკუნით თარიღდება.თუმცა გენეტიკის ზედმიწევნითი სწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ბოშები შესაძლოა 2 ათასლეულზე მეტია რაც ევროპაში დასახლდნენ.


დღესდღეობით ევროპაში 11 მილიონი ბოშაა, რომელთაგან ყველაზე მეტი ესპანეთში, რუმინეთში და ესტონეთში ცხოვრობენ. მათ მოხეტიალე ჯგუფებად მიიჩნევდნენ და საუკუნეების მანძილზე დისკრიმინაციის ობიექტები იყვნენ. მე-20 საუკუნის დროს კი უამრავი ბოშა ემსხვერპლა ფაშისტურ რეჟიმს.

უნგრეთში არსებობს 'ბოშათა უფლებათა დაცვის ცენტრი'', სადაც აცხადებენ, რომ ბოშები მე-6 საუკუნემდე გამოჩნდნენ ევროპაში. ასე, რომ ისინი უფრო ადრე დასახლდნენ ევროპაში, ვიდრე ზოგიერთი სხვა ევროპული ერი, თუმცა საუბედუროდ, მათ მაინც არსად არ ეპყრობიან ისე როგორც ''თავისიანებს''.

0
90
6-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0