საზოგადოება ია ფარულავა-,, რატი როგორ გავარდა! როგორ მეგონა რომ ერი უჭერდა მხარს" 2012, 11 დეკემბერი, 12:48 ტელეკომპანია “იმედის" შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავები" დასასრულს უახლოვდება და კონკურენცია სულ უფრო იზრდება. ამ კვირაში გამართულ კონცერტზე კი პროექტი კიდევ ერთმა წყვილმა, რატი წითელაძემ და ანი ჯაჯანიძემ დატოვეს. მიუხედავად იმისა რომ წყვილმა კარგად იცეკვა და შეცდომებიც ძალიან მცირე რაოდენობით დაუშვეს, ჟიურის წევრებისაგან მაღალი შეფასება მაინც ვერ დაიმსახურეს. ეს წყვილი აქამდე აუდსაიდერთა რიგებში არ ყოფილა. “ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ერთგული მაყურებელი შეამჩნევდა, რომ ია ფარულავა რატი წითელაძის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, მან წინა გამოსვლაზე წიგნიც კი უსახსოვრა. გუშინდელი გამოსვლის შემდეგ იამ კომენტარი თავის ფეისბუქის გვერდზე გააკეთა- “ რატი როგორ გავარდა! როგორ მეგონა რომ ერი უჭერდა მხარს". “სმს-ებზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული! ბილაინის მაინც დაემესიჯებია. რატის ცეკვაზე არ გავგიჟდი მე პირადად 10 იანს ვერ დავწერდი სასაცილო იყო ვითომ მაგრამ მაგარი “მაზალოც" ამსთანავე და აკლდა ტატიშვილისეული იუმორი მის გამოსვლას .....სამაგიერდ რატი გახდება ცნობილი ადამიანი და სახლიც ექნება ბათუმში და მანქანაც! წარმატებები რატი!". 1019 3-ს მოსწონს 3-ს არა |
ახლა ალბათ გიორგის და სალომესკენ ვიქნები.
აუ გული დამწყდა რომ რატი და ანი გავარდა:(