ფეხბურთი პატრის ევრა კარლოს ტევესზე 2012, 11 დეკემბერი, 12:16 მანჩესტერ იუნაიტედის მოქმედ კაპიტანს პატრის ევრას მიაჩნია, რომ მანჩესტერ სიტის ძირითადში კარლოს ტევესის არყოფნა მანკუნიანებს დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში. როგორც ცნობილია, სასტარტო თერთმეტში ტევესის ადგილი იუნაიტედთან მატჩში მარიო ბალოტელმა დაიკავა. "ტევესმა შეგვიქმნა პრობლემები, როგორც კი შემოვიდა სტადიონზე. მე თამაშის წინ ველაპარაკე ტევესს და ვუთხარი, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ის ძირითადში ვერ მოხვდებოდა", - ამბობს პრესასთან ტევესის ძველი მეგობარი ევრა. 34 5-ს მოსწონს
|