x
image
jango
გიორგი დემეტრაძეს 12 დეკემბერს გაათავისუფლებენო

imageცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე პარლამენტმა პოლიტპატიმრად აღიარა. სავარაუდოდ, ის მალე დატოვებს ციხეს. დემეტრაძე, ყოფილ ძალოვან კახა მისირელთან ერთად, 2010 წელს დააკავეს. იგი მეგობარს, დავით გაგნიძეს უნდა შეხვედროდა. მათ ქურდული სამყაროს მიმდევრობაში დასდეს ბრალი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, სამი ქვეყნის ბომბარდირი მოულოდნელად დააკავეს. გიორგი დემეტრაძემ ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა, საპროცესო გარიგება არ შედგა. მას სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა, დავით გაგნიძეს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფეხბურთელის ადვოკატმა აღნიშნული საქმე სტრასბურგშიც გაასაჩივრა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი სარჩელი პროკურატურაშიც შეიტანა. დემეტრაძემ რამდენიმე თვის წინ როდესაც, ჯერ ისევ ძველი ხელისუფლება იყო ქვეყნის სათავეში, შეწყალებაზე უარი განაცხადა: ჩემთვის შეწყალება ისეთივე გაურკვეველია, როგორც ჩემი დაპატიმრება. ვერ გავიგე, ან რას მიჭერენ, ან რას მიწყალებენ, მე არავის მოწყალება არ მჭირდება. ერთადერთი, რაც მჭირდება, გამართლებაა - მე უდანაშულო ვარ. იმედი მაქვს, კანონმდებლობა შეიცვლება და მომეცემა საშუალება, ჩემი საქმე გადაიხედოს. დიდი ალბათობით, გიორგი დემეტრაძე ოთხშაბათს, 12 დეკემბერს გათავისუფლდება ციხიდან. ის, რომ დემეტრაძეს ახალ წლამდე გაათავისუფლებდნენ, აქამდეც იყო ცნობილი, ახლა კი კონკრეტული თარიღი დადგინდა.



0
79
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0