მოგზაურობა ვირტუალური მოგზაურობა პარიზში (იგრძენით პარიზის აურა სახლიდან გაუსვლელად) 2012, 10 დეკემბერი, 22:16 თუკი ოდესმე მოხვდებით ამ შესანიშნავ ქალაქში გამოიყენეთ ეს სტატია, ის დაგეხმარებათ ეფექტურად გამოიყენოთ დრო და აღმოაჩინოთ ქალაქი სხვა კუთხით.
1)რა ვნახოთ?
უმჯობესია ვიზიტი ტროკადეროს მოედნიდან დაიწყოთ (Trocadero, 6, 5 მეტროს ხაზი), საიდანაც იშლება გამაოგნებელი ხედი ეიფელის კოშკზე. დაეშვით კიბეებზე და შადრევნების გავლით მარსის მოედნამდე მიდით. შემდეგ მოტრიალდით და სენას სანაპიროზე გადით, აქ ყოველთვის გრილი სიო ნავარდობს.
იქვე აიღეთ ბილეთი მდინარის ტრამვაიზე Bateaux-Mouches და ნახეთ პარიზის ხიდების მთელი სიმფონია. მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ალექსანდრე მესამის ხიდი, რომელიც მორთულია ურალის ხრისტალის ფარნებით. თანხმობის ხიდი, რომელსაც იმავე სახელწოდების მოედანთან მივყავართ. ამ მოედანზე დგას ნამდვილი ეგვიპტური ობელისკი, რომლის ასაკიც 3500 წელს აღემატება. აქედან ტრიუმფალური არკისაკენ მიდი მსოფლიოში ულამაზესი ავენიუ ელისეის მინდვრები.
სანამ დაბნელდებოდეს პატარა ქუჩის გავლით გადით ქალაქის ულამაზეს ვანდომის მოედანზე (La Place Vandome). აქ სასტუმრო «Ritz»-ში 40 წელი იცხოვრა კოკო შანელმა. კიდევ ერთი შესახვევი თანხმობის მოედნისაკენ (Place de la Concorde) მიგიყვანთ ბერძნულ-რომაული სტილით ნაშენებ მარია მაგდალინას ტაძართან (l’eglise de la Madeleine).თანხმობის მოედნის შემდეგ სანაპიროს გავლით მიხვალთ ახალ ხიდამდე (Pont Neuf)-პარიზის უძველესი ხიდი. ტუილრის ბაღის გავლით მიხვალთ ლუვრის პირამიდასთან, რომელიც გარშემორტყმულია 3 მუზეუმით. შემდეგ წადით პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისაკენ (Notre Dame de Paris).სენას მარცხენა სანაპიროზე სეირნობისას ნახავთ უმრავს წიგნის მაღაზიას, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ძალიან ძვირფასი წიგნები ადეკვატურ ფასად. მოგზაურობის საინტერესო შემოტრიალებაა აპარიზის კატაკომბების მონახულება სადგურ Denfert Rochereau-თან.მუზეუმებისა და ხელოვნების თაყვანისმცემლებისათვის რეკომენდირებულია ერთი დღე გამოყოს ლუვრის პავილიონების მოსანახულებლად. აქ არის განლაგებული მსოფლიოში უდიდესი ხელოვნების მუზეუმები. ეს უნივერსალური მუზეუმია სადაც ფრანგები აგროვებენ ყველაფერს. მუზეუმი აერთიანებს დროსა და სივრცეს. აქ თავმოყრილია ხელოვნების ნიმუშები დასავლეთი ევროპიდან ირანამდე, დაწყებული ანტიკურობიდან დამთავრებული 1848 წლით.რეკომენდირებულია გაიაროთ დიდი რკინიგზის სადგუის პერონებზე. ასევე მოინახულოთ ორსეის მუზეუმი (Musee d’Orsay). პარიზი ეს მსოფლიოს მუზეუმების დედაქალაქია. ყველა მუზეუმს ვერც ჩამოვთვლით. საფრანგეთის მონუმენტების მუზეუმი საშუალებას გაძლევთ ნახოთ არქიტექტურის ნიმუშები, რომლებიც შენდებოდა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. იარაღის მოყვარულებმა უნდა ნახონ არმიის მუზეუმი. 2)სად ვიგრძნოთ ქალაქი? პარიზი ადმინისტრაციულად ოლქებადაა დაყოფილი. ყოველ ოლქში თავისებური ატმოსფეროა. XVI, XVII ოლქებში თქვენ შეხვდებით ბურჟუაზიის პირდაპირ შთამომავლებს. ფუნიკულიორის საშუალებით სწრაფად ახვალთ მონმარტის მთაზე, სადაც განლაგებულია პარიზის კიდევ ერთი სიმბოლო ბაზილიკა სეკრე-კერ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გაისეირნოთ პატარა ქუჩებში და ჩაეშვათ მუსიკოსებისა და მხატვრების ატმოსფეროში. ძალიან სასიამოვნო ადგილია მონპარნასის კოშკი-ეს პარიზის ყველაზე მაღალი წერტილია. ხამით დაეშვით პიგალის მოედანზე სადაც ნახავთ კაბაზე მულენ-რუჟს. რისი ნახვა არ ღირს? ჯობია არ ახვიდეთ ეიფელის კოშკზე. ტურისტების ნახევარდღიანი უზარმაზარი რიგი მთელს შთაბეჭდილებას გაგიფუჭებთ. ჯობია არ წახვიდეთ ჩრდილოეთით სადგურებზე Gare du Nord და Barbes. იქ ბევრი ჯიბის ქურდია. 4)რა გვაოცებს? პარიზში გვაოცებს ცხოვრების რიტმი. ქალაქი ძალიან სპონტანურია, ყველაფერი აქ თითქოს არსაიდან ჩნდება. ფრანგულია სოციალური სისტემა საათივით ფუნქციონირებს. უსახლკაროებიც კი აქ უფრო მოვლილები არიან. ძალიან რთულია შეეგუოთ სატრანსპორტო სისტემას. მატარებლები ICE და TGV. მატარებელი ICE — რეკორდული სისწრაფე 406, 9 კმ/სთ, რეალური სისწრაფე — 300 კმ/სთ. TGV — რეკორდული სისწრაფე 574.8 კმ/სთ, რეალური სისწრაფე— 320 კმ/სთ. გაოცებთ ფერადი სარეკლმო აბრები. პარიზი ნამდვილი რეკლამის დედაქალაქია. და რა თქმა უნდა სიყვარული. სიყვარული აქ ყველგანაა, ქალაქი სუნთქავს სიყვარულით. 1056 6-ს მოსწონს
|