x
image
ტორნადო07
ძაღლი 6 წლის განმავლობაში პატრონის საფლავთან ცხოვრობს
imageარგენტინელი მიგელ გუზმანი (Miguel Guzman) 2006 წელს გარდაიცვალა. მისი ძაღლი გერმანული ნაგაზი სახელად კაპიტანი პატრონის გარდაცვალების დღეს სახლიდან გაიქცა და დღემდე მის საფლავთან ცხოვრობს. image

ძაღლის ერთგულების ამ უნიკალური შემთხვევის შესახებ არგენტინული ტელევიზიები იტყობინებიან. მიგელ გუზმანმა ძაღლი თავისი შვილისათვის შეიძინა, მაგრამ მალევე ნაგაზმა პატრონად სწორედ მიგელი სცნო. კაპიტანის შეძენიდან 1 წლის შემდეგ მიგელი გარდაიცვალა, როდესაც ახლობლები გასვენებიდან დაბრუნდნენ ძაღლი შინ აღარ დახვდათ.image

მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იპოვეს ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავთან იჯდა. მათი სიტყვებით ძაღლი ტიროდა და ეტყობოდა, რომ ძალიან დარდობდა პატრონის გარდაცვალებას. მას შემდეგ კაპიტანი თითქმის არასოდეს შორდება საფლავს და მას მხოლოდ რამოდენიმე წუთით ტოვებს, იმისათვის რომ ცოტა გაირბინოს. image

"ჩვენ არასოდეს წაგვიყვანია ძაღლი სასაფლაოზე, გასაკვირია, როგორ მიაგნო მან მიგელის საფლავს - აცხადებს ქვრივი- მისი პოვნის შემდეგ კაპიტანი სახლში გამოგვყვა, მაგრამ მალევე უკან გაბრუნდა. ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ არ უნდოდა პატრონი ღამით მარტო დაეტოვებინა".image


სასაფლაოს პატრონის ჰექტორ ბასეგას (Hector Baccega) თქმით დღისით ძაღლი სასაფლაოს ტერიტორიაზე სეირნობს, ღამით კი ყოველთვის ბრუნდება პატრონის საფლავთან და იქ იძინებს. კაპიტანს სასაგლაოს თანამშრომლები კვებავენ.image

მიგელის შვილმა რამოდენიმეჯერ სცადა კაპიტანის სახლში წაყვანა, მაგრამ ის ყოველთვის ბრუნდებოდა საფლავთან.imageimage

0
52
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0