x
image
გიო16
პატივცემულო რასმუსენ..
imageძალიან საინტერესო ლექსს წავაწყდი ერთ-ერთ გაზეთში.ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, რომ დამეწერა.ჩემგან სხვანაირად ნუ გაიგებთ, რადგან მე არ დამიწერია ეს ლექსი.


პატივცემულო რასმუსენ,

ამ სააკაშვილს რას უსმენ?



ბავშვობიდან და აქამდე


მატყუარა და ფლიდია.

ნატოც და ევროკავშირიც

მიშას ცალ ფეხზე ჰკიდია.



დაგვღალა, გაგვათახსირა,

ტინგიცობით და ცანცარით,

მისთვის რუსეთი დედაა,

ნატო კი დედინაცვალი.



მისი ნამდვილი ხელობა-

ყაჩაღობა და რეკეტი,

ცხრა წელიწადი გვიხმარა,

ცოცხის ტარით და ხელკეტით.


ქვეყანა გაგვინიავა

და ნაწილ-ნაწილ გაყიდა,

მაგრამ დღეს, როცა გვეშველა,

ღმერთმა დაგვხედა მაღლიდან,

გამოღმა, რომ არ ვედავოთ,

ის გვედავება გაღმიდან.


თუ გსურთ სიმართლე გაიგოთ,

პატივცემულო რასმუსენ, ქართველ ხალხს

უნდა უსმინოთ,

ამ მატყუარას რას უსმენთ?


...რადგან ქართული არ იცის,

როგორც თქვა მისტერ ანდერსმა,

გთხოვთ, რომ ეს ლექსი თარგმნოთ და

ისე გადასცეთ ადრესატს.

0
116
9-ს მოსწონს
ავტორი:გიო16
გიო16
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0