სხვა ეკა ხვედელიძის განცხადება 2012, 21 ოქტომბერი, 15:21 ![]() ვეხმაურები ადამიანებს, რომლებიც ჩემს პროფილზე ავრცელებენ გაურკვეველი სააგენტოებისა და პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, გამოთქვამენ საკუთარ აზრსპროფაილსი სინამდვილესთან დაკავშირებით.ვაფასებ თქვენს კონტრიბუციას ჩემს გვერდზე და ძალისხმევას რომელსაც იჩენთ ამ პროფაილის გასათიშად, თუმცა კიდევ უფრო დაგაფასებდით თუ მსგავსი ქმედებებისაგან შეიკავებდით თავს.თქვენი არაკორექტული კომენტარების გამო. მომიხდა კედლის ჩაკეტვა, რომელსაც მეგობრები იყენებდნენ საკუთარი კეთილი სურვილების და აზრების გამოსახატავად. გაფრთხილება: თუ ეჭვი გეპარებათ პროფილის სინამდვილეში ან არ მოგწონთ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება გვერდის მეშვეობით;გთხოვთ დატოვოთ პროფილი ან დაბლოკოთ ის რათა სამომავლოდ არ გაჩვენოთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით მომენტალურად წაიშლება, თქვენი პროფილი "Abuse & harassment"- მუხლით დარეპორტდება facebook-თან და რაღა თქმა უნდა თქვენ დაიბლოკებით, რომ ვეღარ შეძლოთ საიტზე გავრცელებული ამბების ნახვა, დაკომენტარება და სხვა პატიოსანი და კეთილმოსურნე მეგობრებისათვის ხელის შეშლა. დიდი მადლობა რომ გაგებით ხვდებით ჩემს გადაწყვეტილებას. პატივისცემით თქვენი ეკა ინფორმაციის წყარო:ეკა ხვედელიძის ოფიციალური facebook-ის გვერდი. 2792 11-ს მოსწონს
|