ფეხბურთი დიდი დერბის ექო 2012, 10 დეკემბერი, 18:23 გუშინ ეტიჰად სტედიუმზე დიდი დერბი შედგა. 47166 იღბლიანი ფანი სტადიონიდან და მთელი მსოფლიოს მილიონობით ფეხბურთის მოყვარული თვალს ადევნებდა 96 წუთიან დაძაბულ დაპირისპირებას. მატჩზე ბევრი დაიწერა, რის გამოც მოკლედ მოგითხრობთ ჩემს შთაბეჭდილებებზე:
ეს იყო ლიდერების მატჩი!
ეს იყო მატჩი, რომელმაც დაადასტურა ფერგის სიბრძნე! აი, ამიტომაც იყიდა ასაკში შესული რობინ ვან პერსი!
![]() ეს იყო მატჩი, რომელიც სავსებით შესაძლებელია 0:3 ან უფრო დიდი სხვაობითაც დასრულებულიყო, რომ არა გვერდითი მსაჯის შეცდომა და 100%-იანი გოლის არჩათვლა. ეს იყო მატჩი, რომელმაც აჩვენა, რომ ბალოტელი ჩვეულებრივი თავქარიანი ნიჭიერი ბავშვია, რომლის იმედად ყოფნა არ შეიძლება! ეს იყო მატჩი, რომელმაც აჩვენა, რომ ტევესის გაყიდვა (უფრო დათმობა) არაფრით არ შეიძლებოდა! ეს იყო მატჩი, რომელმაც ტომ კრუზი ამერიკიდან ჩამოიყვანა! ![]() ![]() ![]() ეს იყო მეტად სანახაობრივი და დრამატული მატჩი, დრამატული ფინალით! ეს იყო მატჩი, რომელსაც ვერ დაივიწყებ! 53 5-ს მოსწონს
|