x
image
ნანია
დასაქმება
საკონდიტრო საწარმოს ესაჭიროება მუშები: მამაკაცები და ქალბატონები. მის: გლდანულა, გაზის დასახლება 4 ტელ: 595 00-64-58ტელეფონი:
ორხევში მდებარე მინი წარმოებას ესაჭიროება მუშა 20-დან 40წლამდე ასაკის მამაკაცი, სამუშაო საათები 9-დან 18სთ-მდე ყოველ დღე კვირის გარდა ხელფასი 300ლარი ტელ: 591 17-77-33

გვესაჭიროება კრეპის (ბლინების) გამოცდილი მცხობელი, ასევე ცოცხალი, კომუნიკაბელური გოგონები, მაღალი კლასის სწრაფი კვების ობიექტზე სამუშაოდ. გრაფიკი: 10სთ-დან 20სთ-მდე ტელ: 599 93-38-88. ამდაგვარ ვაკანსიებს ხშირად ნახავთ ინტერნეტში, დარეკავთ დაგიბარებენ გასაუბრებაზე, შემდეგ ისეთი სახით თითქოს ძალიან მოეწონეთ დიდი დაპირებით გამოგისტუმრებენ, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებითო. ელოდები ერთი, ორი, სამი დღე და რომ აღარ გეხმიანებიან სხვა სამსახურის ძებნას იწყებ.

შემდეგ აღმოჩნდები ქსელური მარკეტინგის მსხვერპლი, ივლი ტრენინგებზე ისწავლი გავა ერთი კვირა ორი კვირა და ბოლოს როდესაც მიხვდები, რომ მწარედ მოგატყუეს უნდა გადაწყვიტო წყალში გადაყარო დაკარგულიდრო და ფული თუ შენც მოატყუო სხვა.

თუ ფიქრობ, რომ სხვის მოტყუებას ისევ სამსახურის ძებნის დაწყება ჯობია ისევ ეძებ და სხვა გამოსავალი რომ არ გაქვს, იძულებული ხდები დასაქმების ოფისს მიაკითხო, სადაც შენი არც სქესი აინტერესებთ არც გვარი არც ასაკი, მთავარია 20 ლარი გედოს ჯიბეში, ხოლო როდესაც კითხავ რეალურად ხომ გაქვთ ვაკანსიებიო არც აციებენ-არც აცხელებენ და კარგად ბრძანდებოდეთო დაუყოვნებლივ გემშვიდობებიან.


თუ შემთხვევით გაგიმართლა და სადმე აგიყვანეს ვირივით გამუშავებენ მათხოვრულ ხელფასზე და ბოლოს იძულებული ხდები იქიდანაც წამოხვიდე.

ისევ უწყებ ორშაბათს ლოდინს. იქნებ ახალი ვაკანსიები გამოჩნდეს და ამჯერად მაინც გაგიმართლოს. ასე გრძელდება წლების განმვლობაში. ამ ყველაფერს როდემდე უნდა გაუძლოს ადამიანმა არ ვიცი რა გვეშველება ხალხო???

0
94
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანია
ნანია
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0