x
image
ბაჯაბაჯა
გაგებით მოვეკიდოთ.

image"გაგებით მოვეკიდოთ", ეს ფრაზა უკვე საკმაოდ "პოპულარული" გახდა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, მას ისეთი გაუმართლებელი აზრით იყენებენ, რომ ძალიან მაღიზიანებს. ვერ გამიგია, რატომ უნდა მოვეკიდო უკანონობას გაგებით, რამდენადაც ვიცი ყველა ნორმალურ ქვეყანაში იწყალებენ ისეთ ხალხს ვისგანაც შემდეგ არ არის მოსალოდნელი კანონდარღვევები და საშიშად აღარ ითვლება საზოგადოებისთვის. ჩვენ "ლმობიერ" ქვეყანაში კი დაავლეს ხელი და ვინც კი მოჰყვა "მსუბუქი" მუხლის ქვეშ, თითქმის ყელა გამოუშვეს, ყოველგვარი შესაბამისი დაკვირვებების, თუ ფსიქოლოგიური დაკვირვების გარეშე, რაც ჩემთვის მიუღებელია...

რა თქმა უნდა ციხეში გაუსაძლისია ყოფნა, ძნელია როდესაც გარეთ ყველაფერი ელვის სისწრაფით ვითარდება შენ ყოველგვარ სამყაროს მომწყდარ 4 კედელში, რომ ზიხარ, მაგრამ იქ ხომ უმიზეზოდ არ ჩაუსვამთ, ხომ დააშავა მან, დაარღვია კანონი, ხომ იცოდა, რომ პასუხი მოეთხოვებოდა... ადვილია, ხომ სხვისი ნაშოვნის მოპარვა და თავის ამით რჩენა... რატომ უნდა მოვეკიდო გაგებით იმას, რომ შეიძლება დამაყაჩაღონ, გამქურდონ, ან სხვა კანონი დაარღვიონ იმ საზოგადოებაში სადაც მე ვცხოვრობ... არავის არ მოგვდის არაფერი ციდან, მთელი დღე ვშრომობთ, რომ ორი კაპიკი ვიშოვოთ, მათ კი რახან ციხეში იჯდნენ და ოდესღაც იდიოტობა გააკეთეს ამ ყველაფრის წართმევის უფლება უნდა მივცეთ და გავუგოთ? არანაირად არ ვაპირებ, რომ ასეთ უაზრობას შევეგუო. ჩემი ახლობელი, რომ დაზარალდეს ასე "შეწყალებულის" ქცევის გამო და შემდეგ მე მას ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენო და არ შევარჩინო ეს საქციელი, მე დამსჯიან, არა? მას კიდე გაგებით უნდა მოვეკიდო, თუ თვითონ არ შეუძლიათ წესრიგის დამყარება მაშინ ჩვენივე ძალებით მოგვიწევს ამაზე ზრუნვა, რის გამოც შეიძლება ჩვენვე დაგვსაჯონ, იქნება და კანონში ისიც ჩაწერონ, უმუშევარი თუ არის და "პურის ფულის" საშოვრად გძარცვავს და გაყაჩაღებს წინააღმდეგობის გაწევა დაისჯებაო... imageარ მინდა, არა.
არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ძლივს არ ვნერვიულობდი როდესაც ჩემი ახლობელი გარეთ გადიოდა, ვიცოდი, რომ მას არ დახვდებოდნენ, არ დააყაჩაღებდნენ, მანქანასაც მართლა აღარ კეტავდა ხალხი და გარეთაც აყენებდნენ მთელი ღამე. ახლა ისევე უნდა ვნერვიულობდეთ და ისევე არეულობა უნდა დაიწყოს? მე ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ და იმედია მოსახლეობის უმეტესობა დამეთანხმება.

თვითონ სხედან ძვირფას მანქანებში, დაყვებათ მცველების მთელი არმია და არც სახლები აქვთ ნაკლებად უსაფრთხოდ... და როგორც ჩანს მათაც, ჰგონიათ, რომ ხალხსაც იგივე ბერკეტები გააჩნიათ. მგონი ცოტა დაფიქრება არ აწყენდათ სანამ რამეს იტყოდნენ, თორემ მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც იმდენი უაზრობა ტქვეს თითსო 2-3 წლის ბავშვები არიან და გასართობ პარკში რაგაცა უაზრობას თამაშობენო... არაა სახელმწიფო მათი, არაა მთავრობა მათი... ყველაფერი რასაც სიტყვა საქართველო მოიცავს, ფიზიკური თუ მორალური, ყველაფერი ჩვენია, უბრალო მოქალაქეების, მათ შორის კი ყველაზე ძვირფასი, თავისუფლების სურვილი და ძალაუფლება... image

არ ვიცი როგორ გაიგებთ, შეიძლება ვიღაცას ახლობელი გყავთ ციხეში, ვიღაცას ოჯახის წევრი და ასე შემდეგ, მაგრამ ცუდად ნუ გამიგებთ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, იმისათვის, რომ კანონი დაცული იყოს და ჩვენი მომავალი დალაგებული.

10
58
10-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
58
  
2012, 23 დეკემბერი, 19:24
:D 2 კვირაააა მგონი 41 ნახვა აქვს :D
2012, 23 დეკემბერი, 19:05
41 ნახვას არ ააცილოთ :D
2012, 11 დეკემბერი, 11:52
ვიცი, რომ ყველა არაა სამართლიანად დაჭერილი, მაგრამ უმეტესობა სამართლიანადააა... მე არ ვამბობ, რომ უსამართლოდ დაკავებულები უნდა დატოვო იქ, მე ვამბობ, რომ ვინც დააშავა უნდა მოიხადოს შესაბამისი სასჯელი ... ყურადღებისთვის და კომენტარისთვის მადლობა...
2012, 10 დეკემბერი, 18:48
სტატიაზე მინდა კომენტარის გაკეთება.შენ რა გგონია ვისაც ციხიდან უშვებენ,ყველა სამართლიანად არის დაჭერილი?
2012, 10 დეკემბერი, 17:01
მიხარია მართლა...
2012, 10 დეკემბერი, 16:54
შენი სტატიების ერთგული მკითხველი ვარ:))))))))))))))))))
გაიხარე
2012, 10 დეკემბერი, 16:52
მადლობა ძალიან დიდი... მიხარია შენ, რომ მოგწონს... ხაჩიძე, რომ ენამოსწრებულია კიდე მაგაზე ვერ ვიდავებთ... იუმორი უვარგა
2012, 10 დეკემბერი, 16:50
სტატიაზე არ გავაკეთებ კომენტარს რადგან ერთ სტატიაზე ხუმრობით დავწერე ხაჩიძეზე ენაკვიმატი რომაა მომწონსთქო და ქვეყნის გამყიდველი მიწოდეს.ასე რომ ავტორ შენ როგორც ყოველთვის კონკრეტულად და ზუსტად გადმოსცემ შენ აზრს.
2012, 10 დეკემბერი, 15:16
მადლობა
2012, 10 დეკემბერი, 15:15
საინტერესოა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10