ფეხბურთი პატრის ევრამ პსჟ გამორიცხა 2012, 10 დეკემბერი, 11:25 გასულ კვირაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი მარცხენა მცველით - პატრის ევრათი ფრანგული პსჟ-ს დაინტერესების შესახებ. "ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც პსჟ-ა, მითუმეტეს როცა პარიზელი ხარ. შეიძლება თქვენ გინდოდეთ, რომ მე გადავიდე საფრანგეთში, თუმცა ამის წინაპირობები არ არსებობს. მე ბედნიერი ვარ მანჩესტერში", - ამბობს 31 წლის ფრანგი. პატრის ევრამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სერ ალექს ფერგიუსონის ფაქტორს. 14 7-ს მოსწონს
|