ფეხბურთი მანჩესტერ სიტიმ ფერდინანდს ოფიციალურად მოუბოდიშა 2012, 10 დეკემბერი, 10:07 რობინ ვან პერსის საჯარიმო დარტყმისთანავე მანჩესტერ სიტის მავანმა ფანმა რიო ფერდინანდს მონეტა ესროლა, რის შედეგადაც რიოს წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა. ხულიგანმა ფანმა ამითაც არ იკმარა და მინდორზე გადმოხტა. რომ არა ჯო ჰარტის ვაჟკაცობა, რომელსაც სტიუარდებიც მიეშველნენ, შესაძლოა უარესი ჩაედინა სიტის ვაი გულშემატკივარს.
თამაშის დასრულებისთანავე მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად მოუბოდიშა რიო ფერდინანდს და მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს პოლიციასთან ინციდენტის გამოძიების საქმეში.
მატჩი წითლებმა 2:3 მოიგეს.
57 10-ს მოსწონს
|