პოეზია *** 2012, 9 მარტი, 23:43 ისევ ღამეები ფიქრში ნათენები, სიგარეტის კვამლში საბნად გახვეული, წარსულ შეცდომებზე მწველი სინანული, ფიქრი მომავალზე ძლიერ ბუნდოვანი. ღამის აჩრდილების როკვა მთვარის შუქზე ცაზე ვარსკვლავების წყება უსასრულო.. ქარის ძლიერება.. სულის მღელვარება... შორით ხეთა რიგი ლანდად ქცეულიყო. ისევ ვიკარგები მე ჩემს ოცნებებში, ვეღარ დავაღწიე მთრგუნავ მარტოობას.. გადაღლილი სული ცოდვებს ეზიდება აღმართს მიუყვება ღონე გალეული. ისევ ღამე კრული, ისევ სიგარეტი ასე მახრჩობელა კვამლში ჩალეული.. წარსულ შეცდომებზე მწველი სინანული, ფიქრი აწმყოსა და ფიქრი მომავალზე. 25 1-ს მოსწონს
|