x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთი მზადაა აღადგინოს საქართველოსთან ავიარეისები და სავაჭრო ურთიერთობა.

imageმოსკოვი 9 დეკემბერი (РИА Новости.)
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა"მრგვალი მაგიდის" ფარგლებში, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან განიხილა რუსეთის საგარეო საკითხები.ჩვენთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებით საინტერესო იყო მინისტრის პოზიცია საქართველოს მიმართ.მან განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა განიხილოს საკითხი რეგულარული ავიარეისების აღდგენის შესახებ, რომელიც 2006 წლიდან შეწყდა."ბევრმა არ იცის, რომ უკვე ორი წელია რაც აღდგენილია ჩარტერული ავიარეისები....ამას წინათ ჩარტერული რეისები კიდევ გაიზარდა, პრინციპში ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ რეგულარული საავიაციო მაუწყებლობა".ლავროვმა აგრეთვე დასძინა, რომ რუსეთი მზადაა აღადგინოს საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანა.ქართული ღვინის და "ბორჯომის" შეტანა რუსეთში 2006 წლის გაზაფხულიდან აიკრძალა "დაბალი" ხარისხის გამო.ლავროვი აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელის რუსეთში, ზურაბ აბაშიძის წინადადებასაც გამოეხმაურა."ჩვენ გამოვეხმაურეთ წინადადებას და გვექნება მასთან კონტაქტი უახლოეს მომავალში, იმედი მაქვს ეს შეხვედრა რაღაც-რაღაცეებს გაარკვევს."

0
40
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0