რა თავისებურებებით ხასიათდებოდა იაკობ გოგებაშვილის "დედაენა აჭარელი ბავშვებისათვის" ?! .
იაკობ გოგებაშვილმა – იმისათვის, რომ უფრო გასაგები და მისაღები ყოფილიყო ; აჭარელი ბავშვებისათვის ცალკე, სპეციალური დედაენა დაწერა ( რომელშიც ცნობისათვის ქრისტიანული თემატიკაც ამოიღო) – „ დედაენა აჭარელი ბავშვებისათვის“. ამ სპეციალურ გამოცემაში ორიგინალისაგან განსხვავებით, სახელ ალექსანდრეს ნაცვლად მოყვანილი იყო – ახმედი ; არჩილის ნაცვლად – ასლანი; მზია – ზექიე ; ეთერი – ემინე ; ასმათი –აიშე და ა.შ. ტოპონიმებიდან ძირითადის გარდა დამატებით წარმოდგენილი იყო – ხულო, ქედა, ქობულეთი, მდინარე აჭარის წყალი ; სხვა სოფლების ნაცვლად მოიხსენიებოდა – ხიხაძირი, თხილვანა, მერისი, ფურტიო და ა.შ. ეს წიგნი გამოიყენებოდა 2–ე მსოფლიო ომამდე.