x
მეტი
  • 07.10.2024
  • სტატია:137488
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511397
გაზაევი გრიგალაშვილს გუნდიდან უშვებს

ვლადიკავკაზის ”ალანიას” ქართველი ფეხბურთელი შოთა გრიგალაშვილი დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეიცვლის კლუბს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენებური იმ შვიდი ფეხბურთელის სიაში მოხვდა, რომლებიც ოსურმა კლუბმა ტრანსფერზე დააყენა.

მართალია, ”ალანიას” თავკაცი ვალერი გაზაევი გრიგალაშვილს ენდობოდა და ხშირად ათამაშებდა, მაგრამ ორიოდე თვის წინ, ყველაფერი შეიცვალა. გაზაევი მინსკში ბელარუსი-საქართველოს მატჩს დაესწრო რენან ბრესანის თამაშის სანახავად. ”ალანიას” ულვაშა მწვრთნელს ბელორუსის ნაკრებისა და ”ბატეს” ფეხბურთელი მოეწონა და კონტრაქტიც გაუფორმა. შესაბამისად, გრიგალაშვილს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა და გაზაევმა მისი გასხვისება გადაწყვიტა. მართალია, შეიძლებოდა, რომ ბრესანს პლეი მეიქერად ეთამაშა, გრიგალაშვილი კი საყრდენად დაეყენებინათ, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ როგორც ჩანს, გაზაევს სულ სხვა გეგმები აქვს.

შოთა გრიგალაშვილი

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0