x
image
თავისუფალი თაობა
სამხედრო პოლიციაში სატელეფონო მოსმენები გაუქმდება

ირაკლი ალასანიასამხედრო პოლიციაში სატელეფონო მიყურადების სამსახური გაუქმდება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და საზოგადოებრივი კონტროლის სტრუქტურაში მოექცევა. "იმ გამოცდილებით, რაც გავიარეთ ყველა ჩვენგანმა რეპრესიის, თვალთვალის, მოსმენის კუთხით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ გაუქმდეს სატელეფონო მიყურადების სამსახური სამხედრო პოლიციაში. ის გადაეცემა შინაგან საქმეა სამინისტროს. იქნება ერთ სტრუქტურაში საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა ალასანიამ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამსახური ხვალიდან აღარ იფუნქციონირებს.

შორენა მირცხულავა

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0