საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ თავზე საუბრობს. (ის რაც აქამდე ბევრმა არ იცოდა) 2012, 9 დეკემბერი, 3:45 ნანუკა ჟორჟოლიანი ისევ აქტუალურია დღესდღეობით ქართულ მედიასივრცეში. უამრავი ჭორი და მითქმა- მოთქმა ვრცელდება მის შესახებ. თავად ნანუკა ჟორჟოლიანი კი აი რას წერს საკუთარ თავზე მის ''ფეისბუქის'' გვერდზე: "მზიან დღეს დავიბადე. დედა იხსენებს რომ იმ დღეს საოცრად ცხელოდა. ამ დროს დედ–მამას უკვე ჰყავდათ ჩემი ძმა მიშკა. წყნარი და მშვიდი ბავშვი, რომელიც ოჯახს ტირილით თურმე იშვიათად აწუხებდა. ეს ამბავი მშობლებმა 1979 წლის 26 ივნისის შემდეგ უფრო დააფასეს:)) ამ დღეს ოჯახში საშინლად მტირალა და ხმაურიანი ბავშვი შეემატათ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 4 წლის ვიყავი ლაპარაკი რომ დავიწყე, მაგრამ როგორც ჩანს ბუნებას ამას არ ვპატიობ და დღემდე გამუდმებული საუბრით ვუხდი სამაგიეროს. ბიჭური ვყოფილვარ. იშვიათად მყავდა გოგო მეგობრები და გვიან შემყვარებია. წონის პრობლემა ბავშვობიდან მაწუხებდა, ამას ბიჭურად გაკრეჭილ თმებს და სახეზე ნაიარებსაც თუ დაამატებთ დღემდე მიკვირს რამ შეაყვარა ჩემი თავი იმ ბულკივით ბიჭს:) ეს წყალტუბოში იყო:) თბილის ჩემთვის სტუდენტობაა.( ფაკულტეტი თავად შევარჩიე) და საკმაოდ რთული წლები. მამას რომელიც მოსამართლის შვილი იყო არასოდეს ქონია მატერიალური პრობლემები. 90 იანმა წლებმა ჩვენც თავისი დაღი დაგვასვა და დაიწყო გზის თანხის დაზოგვებიც კი. ამ დროს გაჩნდა მარიამი. კარგი პერიოდი იყო მაშინ. მიუხედავად იმისა რომ ისე აღარასოდეს გაგვჭირვებია ლაღი იყო ის დრო. საერთოდ ჩემი ოჯახი ასეთია. ნაკლებად გვეტყობა პრობლემები. გარედან ყოველთვის სხვანაირი ჩანდა ჩვენი სახლი. ყველას უფრო მეტი ეგონა ვიდრე გვქონდა და კუდაბზიკა იმერლებივით ეს მოგვწონდა კიდეც ალბათ. იმიტომ რომ არასოდეს ვაპროტესტებდით ამ წარმოდგენებს. მარიამი ერთადერთი საზრუნავი იყო ოჯახში. თითქოს დედაჩემმა და მამაჩემა მაშინ შეიგრძნეს რომ მშობლები იყვნენ. ჩემმა ძმამ მამის ფუნქცია აიღო იმიტომ რომ ოჯახი უკვე დანგრეული მქონდა და საკმაოდ პატარა დავდექი ძალიან რთული პრობლემების წინაშე. რომ არა ოჯახის დანგრევა მგონია ეს ნანუკა არ დადგებოდა. იმიტომ რომ სწორედ იმ დღიდან დავიწყე იმის მტკიცება რომ ჩემი მიტოვება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. ეს რომ დამემტკიცებინა რაღაც უნდა შემექნა და 24 საათი ვმუშაობდი. ალიონში ოთარ შაორშაძემ პრაქტიკაზე მისული დამტოვა. მახსოვს რა გემრიელი იყო პირველი ხელფასი. ძალიან ბევრი ვიმუშავე რომ თავი დამემკვიდრებინა. მაშინ ძალიან რთული იყო ქართულ მედიაში თავის დამკვიდრება. კონკურენცია ისეთი იყო როგორც არასდროს. დღემდე ვამაყობ რომ იმ ჟურნალისტების კოლეგა ვარ. პირველი საჯარო შექება რუსთავი 2 ში დავიმსახურე. აქ ყველაზე მეტი ვისწავლე. ვიყავი რეპორტიორი ყველაზე ძლიერ გუნდში. ცხელი წერტილები, კონფლიქტური ზონები, სპეც რეპორტაჟები, ჩართვები, სასამართლო დარბაზები, საკნები დაკარგული ადამიანები, გამოძეიებები. ეს იყო 24 საათიანი მუშაობის შედეგი. ამ დროს გავიცანი ადამიანი რომელმაც ჩემი პირადი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ეს იყო ირაკლი. რომ ვფიქრობ ყველაზე მეტად როდის გამიმართლა ყოველთვის ვპასუხობ რომ მაშინ როდესაც ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა. მისგან ვისწავლე როგორ უნდა ვიცხოვრო რომ ნაკლები შეცდომა დავუშვა. არ ვიცი ეს რამდენად გამომდის მაგრამ მან ეს იცის. 2008 წელიც მოვიდა. ყველაზე რთული პერიოდი ყველასთვის. ბევრს არ მოვყვები იმ დღეების შესახებ, თუმცა დღემდე არ ვიცი ფეხმძიმე ჟურნალისტ ნანუკას რამ გადამაწყვეტინა ხელში მიკროფონის აღება და იქ წასვლა სადაც ზუსდა ვიცოდი რომ ბომბევს ვერ ავცდებოდი.ირაკლიმ რომელიც პირველივე დღიდან იქ იყო და იბრძოდა თუ პროფესიამ. ღმერთმა გადამარჩინა მეც, ირაკლიც და ბაბა კადუაც( ასე თავად უწოდევს თავის თავს). ეს ყველაზე რთული დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მძიმე ორსულობის გამო რუსთავი 2 დან წამოვედი და გადავწყვიტე პოლიტიკურ ჟურნალისტიკას გავცლოდი. ფიქრის დრო 7 თვე მქონდ:) და ამ დროს გაჩნდა იდეა ნანუკას შოუ გამეკეთებინა. გადაცემა რომელიც მხოლოდ პოზიტივზე იქნებოდა ორიენტირებული. არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მთელი გულით ვავეკეთებ ამ გადაცემას.'' 2873 5-ს მოსწონს
|