სხვა პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალები 2012, 7 დეკემბერი, 22:28 ყველას თავისი ინდივიდუალური შეხედულება აქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასეც რომ ვთქვათ, გემოვნებაზე არ დაობენ. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი გემოვნებით მსოფლიოს ულამაზესი ქალების რეიტინგი. იმედია მოგეწონებათ.
1) ირინა შეიკი
რუსი სუპერმოდელი და კრიშტიანუ რონალდუს საცოლე, ნამდვილდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია. მე პირადად ძალიან მომწონს, ნამდვილი ქალღმერთია, უნაკლო და ძალიან შარმიანი.
2)ანჯელინა ჯოლი ეს ქალი ბევრისთვის მაგალითია. წარმოუდგენლად ლამაზი, არაჩვეულებრივი დედა და მეუღლეა. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო გთავაზობთ მისი მეუღლის სიტყვებს ენჯიზე: "ის ჩემი მეორე ნახევარია. ის ჩემი ნამდვილი სიყვარული და შესანიშნავი დედაა. ის მერვე საოცრებაა. მთელი სამყაროა ჩემთვის. 3)მონიკა ბელუჩი ალბათ, არ არსებობს ასეთი სტატიები ამ ცეცხლოვანი და მართლაც საოცრად ლამაზი არსების გარეშე. ეს არის ქალი რომელიც მართლაც საოცრებაა და უამრავი მამაკაცის გულთამპყრობელი. 4) ადრიანა ლიმა ბრაზილიელი ლამაზმანი და “ვიქტორია სეკრეტის'' ანგელოსი, ულამაზესი დედა და მეუღლე. ნამდვილი სილამაზის განსახიერება და საერთოდ ძალიან საინტერესო პიროვნება. მას შეუძლია დაიკვეხნოს არა მხოლოდ ულამაზესი სახის ნაკვთებით, არამედ არაჩვეულებრივი სხეულით. 5) მეგან ფოქსი ქალი რომელსაც აქვს საოცარი შარმი და მიმზიდველობა. 6) დოუტცენ კროუზი ძალიან მომწონს “ვიქტორია სიკრეტის'' კიდევ ერთი ანგელოსი, დოუტზენ კროუზი თავისი უნიკალური და ულამაზესი სახის ნაკვთებით. დოუტცენი ადრიანა ლიმას საუკეთესო მეგობარია. 470 4-ს მოსწონს
|