"კარფური" მომხმარებელს ატყუებს.
როგორც იქნა ავიხდინე ოცნება, მოვიგდე ერთი - ორი კაპიკი ხელში და ვესტუმრე "კარფურის" ჰიპერმრკეტს, თან პროდუქტების დასახელების გრძელი სია გავიყოლე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის პროდუქტი რომელიც ''კარფურში'' შევიძინე აღმოჩნდა, რომ ჩვენი უბნების "ნუგეშის'' ჯიხურებში ბევრად იაფია, ვიდრე ჰიპერმარკეთში, პროდუქციის ნაწილი კი რომელიც გაცილებით იაფი იყო წონაში მინიმუმ 200 გრამით ნაკლებს იწონიდა. (მაგ: შაქარი, ბრინჟი, გრეჩიხა და აშ). თუ რომელიმე პროდუქტზე მითითებულია დაბალი ფასი, გადახდისას შეიტყობთ, რომ ჩეკში ამ პროდუქტის ფასი შეცვლილია.
მაგალითად: თუ ვთქვათ, შოკოლადს აწერია რომ ღირს 1 ლარი, თქვენ შესაძლოა მოტყუებული აღმოჩნდეთ... როცა პროდუქტებს გაატარებთ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ იმ შოკოლადში, რომელიც თითქოსდა ერთი ლარი ღირდა, სინამდვილეში 2 ლარი გადაიხადეთკატასტროფულად იზრდება უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ჯამში მენეჯმენტს სერიოზულად აზიანებს. იქნებ არც იცის ცენტრალურმა ოფისმა, მაგრამ თბილისში უკვე ღიად, ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ "კარფური" მომხმარებელს ურცხვად ატყუებს. ერთი სითყვით სახლში მეტად მოტყუებული და იმედგაცრუებილი დავბრუნდი და "კარფური" ს ფეისბუქ გვერდი მოვინახულე. სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" "კარფურის" ოფიციალურ გვერდზე მომხმარებელთა საჩივრები არ წყდება. გვერდის ადმინისტრაცია კი, განსაკუთრებულ პრეტენზიებს შლის და ამით კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ "კარფური" მომხმარებელს ატყუებს.