სამარხვო კერძები სამარხვო ნამცხვარი ვაშლით 2012, 6 დეკემბერი, 21:56 ეს სამარხვო, ვაშლის ნამცხვარი ძალიან იოლი გამოსაცხობია. არ სჭირდება ბევრი ფილოსოფია. უბრალოდ ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთმანეთში გადაურიეთ და 150 გრადუსზე გამოაცხვეთ.გამომცხვარს, ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
საჭირო მასალა:
1 კილოგრამი გახეხილი ანტონოვკა
1 ჭიქა შაქარი
მწიკვი მარილი ვანილი სოდა-ძმრით 1 ჭიქა ქიშმიში 1 ჭიქა სქლად დაჭრილი ნიგოზი 1 ჭიქა ზეთი 1 ცალი ლიმონის ცედრა 2 ჭიქა ფქვილი გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გემრიელად მიირთვით. 5799 8-ს მოსწონს
|