პარამეცნიერებები თურმე ჩხუბი სიკვდილის შემდეგაც შესაძლებელია 2012, 6 დეკემბერი, 22:27 გავა წლები, სიბერე მოვა და გულიც გაჩერდება...
რა იქნება მერე? ეს ფიქრი სტანჯავს კაცობრიობას.
დანამდვილებით ვერავინ გეტყვით გრძელდება თუ არა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. ყველა რელიგიას ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება გააჩნია. ქრისტიანებს სამოთხის და ჯოჯოხეთის სჯერათ. ინდუსებს სულის გადასახლების. მუსულმანებს, როგორც ქრისტიანებს, სწამთ, რომ ღმერთი(ალაჰი) განიკითხავს მათ საქმეებს, რა გააკეთეს კარგი და რა ცუდი და გადაწყვეტს საით გაამგზავროს. ბერძნებს სწამდათ, რომ სიკვდილის შემდეგ გაცურავდნენ მდინარეს და მოხვდებოდნენ მიწისქვეშა სამყაროში. ყველა რელიგია კი მაინც მიდის იმ დასკვნამდე, რომ სხეულში არსებობს სული. როგორც წესი, ის არ კვდება სხეულთან ერთად და აგრძელებს ცხოვრებას. ვინც კლინიკური სიკვდილი გამოსცადა, ამტკიცებს, რომ იყო მსუბუქი შეგრძნება და არ სციოდათ. ყველამ ნახა გვირაბი და სინათლე. ექიმი რეანიმატოლოგი რაიმონდ მოუდი წლების მანძილზე აკვირდებოდა და უსმენდა კომიდან გამოსულებს და დაასკვნა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. სხეული ისევ ხედავს, ისმენს და აღიქვამს ყველაფერს - მხოლოდ ასტრალურად. ის ხედავს თავის სხეულს და მოტირალ ნათესავებს. შემდეგ ყველას ხვდება წინააღმდეობა, რომელსაც ვეღარ გადალახავენ და ბრუნდებიან უკან. ეს რა თქმა უნდა კომიდან გამოსულები. ზოგისთვის ეს წინააღმდეგობა კედელია, ზოგისთვის - მდინარე. ექიმის მიერ ჩაწერილ ისტორიებში აგრეთვე შევხვდებით მონათხრობებს ჩხუბებზე, როცა ახლადგარდაცვლილებს არ უნდათ უკან(სააქაოში) დაბრუნება და იქ მყოფები ძალით აბრუნებენ. ხშირად ეს ახლო ნათესავები არიან, რომლებიც ძალით მოათრევენ უკან. ჩასძახიან, რომ "შენთვის ჯერ ადრეა", ან "ჯერ შვილები გყავს გასაზრდელი" და სხვა. ამ თემაზე ბევრი მასალა გადავიკითხე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიკვდილი არც ისე ცუდი უნდა იყოს. თანაც გარდაცვლილებს თურმე ჩხუბი უწევთ, უნდათ რომ არ დაბრუნდნენ და ცუდი რომ იყოს იქ დარჩენა მოუნდებოდათ? ის ანდაზა მახსენდება, შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი რომ სჯობია და ჯანდაბას, ვიცოცხლებ კიდევ ცოტა ხანს. თქვენ რას ფიქრობთ? პ.ს.: ისე, ერთი კარგი მასალა ვიპოვე და უახლოეს დღეებში გამოგითარგმნით. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. 305 6-ს მოსწონს
|