x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რა უნდათ ქალებს?
სუსტი არსება, ლამაზი ნაზი,

კაცს რომ უბრმავებს თვალბს;

რომანტიული სიზმრების ღამეს,

ითვლიან წამებს... ეტრფიან მათვარებს...


ის იტყვის რამეს...

-რა უნდათ ქალებს?

ბედნიერება სიცოცხლის ფასად

აღემატება ბუნებრივ ძალებს

აღიქვა ქალი, თვინიერ ქალად;

თუ არ ღირს ამად?..

ფიქრი გაწვალებს;

-რა უნდათ ქალებს?

კაცი ძლიერი, თავნება, ფიცხი,

როგორც ცეცხლის ალი.

ქალი სითხეა: ნავთი ან წყალი,

თუ სურს, ჩააქრობს,

სულ მთლად გააქრობს,

ან კი დიდ ხანძარს მოაწყობს ქალი!

ქალს ადარებენ ათასგვარ რამეს:

საოცარს, თუნდაც არაამქვეყნიურს,

ადრიან მთვარეს, ირემს და იას,

ვარსკვლავს ზეციურს;

ხშირად უხეშად რომ ვთქვათ... ქათამსაც,

ბატს და უეკლო ვარდის ეკალსაც;

ძვირფას ქვებს: ოქროს, ბრილიანტს,

ზურმუხტს, ლალის ქვას, ზოგჯერ აქატსაც

და ეღიმება ამ დროს...

მარტრიარქატსაც...

არ არსებობდა და არც არსებობს, სტერეოტიპი,

როგორი უნდა იყოს “მადამი"

მაცდური, თანაც ნატიფი;

ევას ღიმილით, გაბრუებული წახდა ადამი.

აცალე ცოტა იფრინოს ცაში,

ოცნების ჟინით შეთითხნის დრამებს,

თვითონ არ იცის რა სურს, რა უნდა,

თავის შეცდომას შენ დაგაბრალებს;

ქალი-ქალია, ეპატიება...

ხან გაწყენინებს, ხან გაგახარებს,

არ საჭიროებს ფუჭად ძიებას...

შენ ვერ გაიგებ...

რა უნდათ ქალებს..!

0
37
5-ს მოსწონს
ავტორი:ანუკა320
ანუკა320
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0