x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
ანტარქტიდაზე ყინული სწრაფ დნობას იწყებს
imageპოპულარულმა სამეცნიერო გამოცემამ ''Earth & Science'' 2012 წლის 6 დეკემბერს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი სიახლეები.

ყინულის ფენა დასავლეთ ანტარქტიდაზე იმაზე სწრაფად იწყებს დნობას, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ. გოტენბერგის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფების მიერ ჩატარებული კვლევები საშუალებას იძლევა მუდმივად მივადევნოთ თვალი ანტარქტიდაზე არსებულ კლიმატს.

პოპულარული სამეცნიერო ჟურნალი ''Nature Geoscience'' ალაპარაკდა ანტარქტიდაზე ყინულის დნობის მოსალოდნელ შედეგებზე. მათი თქმით მსოფლიო ოკეანის დონის მატება გარდაუვალია. თუმცა ჯერჯერობით ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად შესამჩნევი იქნება ეს მოვლენა. კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს. იქმნება ყინულის ფენის წყალქვეშა სტრუქტურის უამრავი მოდელი, თუმცა ოკეანოგრაფების თქმით მათ დამატებითი ოკეანოგრაფები და მკვლევარები ესაჭიროებათ.

ამასთანავე დავამატებ, რომ ეს მოვლენა არანაირად არ ეხება 21 დეკემბერს. ანტარქტიდაზე ყინულის დნობა დიდი ხანია რაც დაიწყო და ის არ მოასწავებს მსოფლიოს აღსასრულს, მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ის შეიძლება სერიოზულ საფრთხედ ექცეს კაცობრიობას.


image


7
171
4-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
171
  
2012, 10 დეკემბერი, 11:55
ai amas qvia stadia, zogi iset ragaceebs cers tma gamitetrda javrit, momecina dalian
2012, 6 დეკემბერი, 22:28
ყოველთვის საინტერესო სტატიებს აქვეყნებ :)
2012, 6 დეკემბერი, 20:55
დროთა განმავლობაში ვიგულისხმე ათეული წლები
2012, 6 დეკემბერი, 20:42
დროთა განმავლობაში ის შეიძლება სერიოზულ საფრთხედ ექცეს კაცობრიობას.

21 დეკემბერს არ ეხება გავიგე მარა 22ში დადნება და რა აზრი აქვს ? :D
2012, 6 დეკემბერი, 20:40
ბოლომდე წაიკითხე :)
2012, 6 დეკემბერი, 20:40
შენ ხან გვამშვიდებ ხან გულს გვიხეთქავ :D
0 1 7