სხვა ანდაზები. 1 ნაწილი 2012, 6 დეკემბერი, 19:14 1. მადლი ქენი მარილიც მოაყარეო .
2. მამალს უთქვამს: - მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ - არაო.
3.მამამ შვილს ვენახი აჩუქა დაშვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა.
4.მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო.
5.მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება. 6. მშიერი ძაღლი პატრონს კბენსო. 7. ურემი რომ გადაბრუნდება გზაც მაშინ გამოჩნდებაო 8. ძმა ძმისთვისაო შავი დღისთვისაო. 9. ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერიო. 10. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. 11. ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს არც სხვა აჭმევსო. 12. კარგი მეგობრობა კარგი ძმობის დარიაო. 13. მშიშარა მეგობარი მტერზე უარესიაო. 14.ძმამ ძმას ანგარიში უყო ისევ ძმები დარჩნენო. 15. მხედარი ცხენს ვერ მოერია უნაგირს დაუწყო მტვრევაო. 16.კაცი დათვს ხედავდა და მის კვალს დაეძებდაო. 17. ნამდვილი მეგობარი ჭირში გამოიცმობაო. 18.თივა და ცეცხლი ერთად არ დაიდებაო. 19. კაცი მოკვდება - სიტყვა დარჩებაო. 20.ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო. წაიკითხეთ ეს ანდაზები? მოგეწონათ? მომწერეთ კომენტარებში. 3881 შეფასება არ არის
|