სისხლის სამართალი დედამ არასრულწლოვან გოგოს მეზობლის ქმართან შეუსწრო. 2012, 6 დეკემბერი, 14:17 47 წლის ოქრომჭედელს, შალვა ს-ს გაუმართლა, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა არა გაუპატიურებისთვის, არამედ არასრუწლოვანის გარყვნისთვის.საქმის მასალებიდან უტყუარად დადასტურდა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მეზობლის 17 წლის გოგონა მასთან ნებაყოფლობით ამყარებდა სექსუალურ კავშირს.ერთ საღამოს მეზობლებს მარინა მ.-ს განწირული ყვირილი შემოესმა, მან თავის 17 წლის შვილს ლიკას მეზობლის ქმართან, შალვასთან შეუსწრო.აღსანიშნავია, რომ მარინა და შალვას ცოლი ზაირა არა მარტო მეზობლები, თანაკლასელები და ძველი დაქალები იყვნენ, თუმცა თავის დროზე ერთი მამაკაცი ვერ გაიყვეს და მათ შორის შავმა კატამ ჩაირბინა.შემდეგ ორივენი გათხოვდნენ, მაგრამ ქმრებმა მიატოვეს, ზაირა მეორედ გათხოვდა, ოქრომჭედელ შალვაზე, იქვე იტალიურ ეზოში პატარა სახელოსნოც მოუწყო, სწორედ ამ სახელოსნოში მოხდა ინციდენტი.ლიკა 15 წლისა გათხოვდა, თუმცა დედის დაჟინებით ქმარს გაეყარა და 2 წლის პატარას ზრდიდა, აღსანიშნავია, რომ როდესაც ლიკა სახელოსნოში შალვასთან "განცხრომაში" იყო, მაგ დროს ხშირად ბავშვს მის ცოლთან, ზაირასთან სტოვებდა ხოლმე. 17226 25-ს მოსწონს 4-ს არა |
რაც შეეხება მთლიანად სიტუაციას ეგ რაა იმისთანები გამიგია ჩემ და არა მართო ჩემ სამეზობლოში :)))
სადღა არიან არასრულწლოვნები? ჩვენზე უკეთესად იციან რა უნდათ და როგორ...... ეს სრულწლოვანი კაცები კიდევ, რით ვერ გაიგეს ერთხელ სიამოვნება ,,არასრულწლოვანთან" გახეხინებთ 10 წლით ვირის აბანოს.