x
image
გიორგი ივერიელი
" ძალზე საინტერესო ფაქტები აშშ-ს პრეზიდენტებზე ".
image
























* ჯორჯ ბუში-უმცროსი საზაფხულო არდადეგების დროს სპორტულ ინვენტარს ყიდდა.


* 1824 წელს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ენდრიუ ჯექსონმა მეტი ხმა დააგროვა ვიდრე ჯონ ადამსმა, მაგრამ სხვაობა ხმებში ძალზე უმნიშვნელო იყო და გადაწყვეტილება თუ ვინ გახდებოდა პრეზიდენტი _ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტობა ჯონ ადამსს მიანიჭა.


* 1920 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში 920 000 ხმა მიიღო სოციალისტმა, პატიმარმა იუჯინ დებსმა. თავის საარჩევნო კამპანიას ის ციხიდან აწარმოებდა.



* ენდრიუ ჯექსონი იყო პირველი აშშ-ს პრეზიდენტი, რომელმაც იმგზავრა მატარებლით, ჯეიმს ჰარფილდი – პირველი, რომელმაც განახორციელა სატელეფონო ზარი, ხოლო თეოდორ რუზველტმა პირველმა გაისეირნა ავტომობილით.
* აშშ-ს პრეზიდენტ ჯონ ტაილერს 15 შვილი ყავდა.


* პრეზიდენტი ულის გრანტი ერთხელ დააკავეს კიდეც. ის დამნაშავედ ცნეს ვაშინგტონის ქუჩებში ცხენით გადაადგილებისას სიჩქარის გადაჭარბებისათვის და დააჯარიმეს 20 დოლარით.


* 1907 წლის საახალწლოდ თეოდორ რუზველტმა – 8 513 ადამიანს ჩამოართვა ხელი.


* მასაჩუსეტსის შტატის, ნორფოლკის ოლქში _ აშშ-ს 3 პრეზიდენტი : ჯონ ადამსი, ჯონ ქუინსი ადამსი და ჯონ კენედი დაიბადნენ.


* აბრაამ ლინკოლნის ვაჟი რობერტ ლინკოლნი – აშშ-ს სამ პრეზიდენტზე; მამის ლინკოლნზე, პრეზიდენტ ჰარფილდზე და პრეზიდენტ მაკ-კინლზე თავდასხმის მოწმე გახდა. უკანასკნელი შემთხვევის შემდეგ მან უარი განაცხადა დასწრებოდა ოფიციალურ ღონისძიებებს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტები იქნებოდნენ.

3
340
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ივერიელი
გიორგი ივერიელი
340
  
2012, 19 დეკემბერი, 20:36
გეთანხმები :) მართლაც სამწუხაროა. :(
2012, 19 დეკემბერი, 13:43
გაიხარე ... ასეთებს მრავლად გამოვაქვეყნებდი, მაგრამ სამწუხაროდ აქ ბულვარული ყვითელი პრესის სტილის სტატიები იმსახურებს მოწონებას და არა შემეცნებით - ინტელექტუალურები..
2012, 17 დეკემბერი, 8:24
საინტერესო სტატია იყო.
0 1 3