x
image
გიორგი ივერიელი
„ჩიჩოლინა _ პორნო-ვარსკვლავი, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა ! ! ! ".

image

ანა ილონა შტალერი, რომელიც უფრო ცნობილია პორნო სასცენო ფსევდონიმით - ჩიჩოლინა, დაიბადა 1951 წლის 26 ნოემბერს ბუდაპეშტში (უნგრეთი), ძალოვანი უწყების ოფიცერის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ექიმობა და არქეოლოგობა სურდა, თუმცა საბოლოოდ სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ ოფიციანტი გახდა.
სწორედ აქედან დაიწყო მისი მრავალფეროვანი ინტიმური ცხოვრება. ოფიციანტად ყოფნისას ის სქესობრივ კავშირში შედიოდა ამერიკელ და სხვა უცხოელ დიპლომატებთან, აგროვებდა მათგან ინფორმაციებს და ფარულად აწვდიდა უნგრეთის დაზვერვას.
imageმალე ცოლად გაჰყვა იტალიელს და შესაბამისად თავადაც მოიპოვა იტალიის მოქალაქეობა. 70-იანი წლების დასაწყისში ჩიჩოლინა დაუხლოვდა იტალიური პორნო-ინდუსტრიის წარმომადგენლებს და პორნო-ვარსკვლავი ხდება.
imageაქტიურ პორნომსახიობის კარიერას ის 80 - იანი წლების ბოლომდე მისდევდა, რა დროსაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი.
imageმისი შესრულებული „როლები“ გამოირჩეოდა სექსუალური გაუკუღმართობების მრავალფეროვნებით, ერთ-ერთ ფილმში რეალურად ჰქონდა სექსუალური კავშირი ძაღლთანაც კი.
imageპოლიტიკურ საქმიანობაში ჩიჩოლინა 1979 წლიდან ჩაერთო .
imageუკვე 1987 წელს კი იტალიის პარლამენტის დეპუტატი ხდება რადიკალური პარტიიდან. პარლამენტარობის ხუთი წლის მანძილზე მან სულ 13 კანონპროექტი წამოაყენა, რომელთაგან არცერთი არ იქნა მიღებული . imageეს კანონპროექტები ცნობისათვის სექსუალური თანასწორობის თემას ეხებოდა .

1992 წელს ჩიჩოლინას ამოეწურა საპარლამენტო უფლებამოსილება და ის იწყებს სხ.სხვა შოუებში, ფილმებში მონაწილეობას, წერს სიმღერებს, თუმცა დღემდე აგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მისი პოლიტიკური აქტივობა ძირითადად უკავშირდება გეების და ღარიბების დაცვასა და მხარდაჭერას.

ცალკე აღსაღნიშნავი თემაა მისი ხმაურიანი განცხადებები. 1990 წლების დასაწყისში, როდესაც ცხადი გახდა, რომ სპარსეთის ყურეში ომი გარდაუვალი იქნებოდა, მან გაახმოვანა თავისი ცნობილი საჯარო განცხადება : „ მე მზად ვარ ვიქონიო სასიყვარულო კავშირი სადამ ჰუსეინთან, რათა ვიხსნა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“.
imageეს განცხადება ჩიჩოლინამ გაიმეორა 2002 წელს, ერაყის კონფლიქტის ხელახლა გაღვივების დროს.

imageანალოგიური წინადადებით, 2006 წელს ჩიჩოლინამ უკვე უსამა ბინ ლადენს მიმართა - ჰქონოდა მასთან სექსი, ტერორისტულ აქტებზე უარის თქმის სანაცვლოდ.
imageბოლო წლებში ჩიჩოლინა თავისი მშობლიური ქვეყნის უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო და უნგრეთის რომელიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების სურვილი აქვს. მისი პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ჩიჩოლინამ განაცხადა, რომ სულაც არ რცხვენია თავისი წარსულის და მაგალითად მოიყვანა სხვა ყოფილი პორნო-მსახიობები :
„ - მე სულაც არ ვარ ვალდებული პასუხი ვაგო იმაზე, რასაც წლების წინ ვაკეთებდი. მე ხომ პორნობიზნესიდან 1987 წელს წამოვედი. ნუთუ ცოტაა, ისეთი ვისაც ასეთივე წარსული აქვს?!. მაპატიეთ, მაგრამ სილვესტერ სტალონეც თამაშობდა იაფფასიან პორნოებში, იგივე საქმიანობას მისდევდა „საიდუმლო მასალების“ ვარსკვლავი ჯილიან ანდერსონი და კინოვარსკვლავი სანდრა ბალოკი, აი პოპ-მომღერალი მადონა კი სულაც ქუჩის მეძავი იყო. მაგრამ რატომღაც მათ ყოველდღე არავინ ახსენებს ახალგაზრდობის ამ ცოდვებს. მე კი ამას ყოველდღე ვისმენ . მე გთხოვთ გაიგოთ - პორნო - ჩემი წარსულია, პოლიტიკა კი - ჩემი დღევანდელობა. თანაც ის რასაც ვაკეთებდი ჩემს ფილმებში, განა შორსაა პოლიტიკისაგან? ბოლოს და ბოლოს მოქმედი პოლიტიკოსები ხომ მუდმივად ეხვევიან სექს-სკანდალებში. რას ვაკეთებდი მაშინ ცუდს? უბრალოდ ვთამაშობდი პორნოებში პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე და მერე?... მაპატიეთ, ყველაფერს ვერ გააკეთებ სათანადოდ . სამაგიეროდ მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში, რომელიც შეუძლებელია დააშანტაჟო სექსუალური კომპრომატების მუქარით ...“ .
P.S. ჩიჩოლინა სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად მომღერლობასაც ითავსებს . ჩაწერილი აქვს სიმღერები და ვიდეო-კლიპები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში. imageსაინტერესოა, რომ ტექსტის და კლიპების შინაარსის გამო ( ერთი სიმღერის ტექსტი მთლიანად მამაკაცის სასქესო ორგანოს ეძღვნება), მისი ყველა სიმღერა აკრძალულია იტალიაში და არასდროს მომხდარა მათი ოფიციალური გაჟღერება.

5
878
4-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ივერიელი
გიორგი ივერიელი
878
  
2012, 8 დეკემბერი, 23:42
მადლობა . ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და საკმაოდ ბევრი ვიშრომე ამ სტატიაზე . შევეცადე ობიექტური სტატია გამომსვლოდა ...
2012, 8 დეკემბერი, 17:04
კარგი სტატიაა. უნგრელი თუ იყო ეგ არ ვიცოდი
2012, 6 დეკემბერი, 0:50
ღმერთმა დაიფაროს , ეგღა გვაკლია სრული ბედნიერებისათვის
2012, 6 დეკემბერი, 0:46
იმედია მალევე არ გადაიღებენ ჩვენები საპარლამენტო მაგალითს ))
2012, 6 დეკემბერი, 0:33
რამდენი ვიწვალე ამ სტატიის მომზადებაზე , მაგრამ სადაა მკითხველები ?!!! :D :D
0 1 5